მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით გასწორდეს - ირაკლი კობახიძე
რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით გასწორდეს - ირაკლი კობახიძე

რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით გაფუჭდა, შეიძლება ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით გასწორდეს - ირაკლი კობახიძე

BM.GE28 მაისი, 2026, 22:52|bm.ge

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ურთიერთობების გადატვირთვასა და სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული გზამკვლევით განახლებაზე.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან. ველოდებით, რა თქმა უნდა, გაგრძელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს ჩვენი მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს და ველოდებით მათ მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი.

„ჩვენ მათ ასევე გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვემზადებით 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩვენ საჯაროდაც გვაქვს ნათქვამი, აქედანვე ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის და ამაზეც გვქონდა საუბარი ამერიკელ პარტნიორებთან. ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში და ეს ყველაფერი იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლობის შედეგი. გახსოვთ, რამდენად უსამართლოდ მოქმედებდა წინა ადმინისტრაცია. ამაზე ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით. მზად ვართ ურთიერთობების გადატვირთვისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც გაფუჭდა წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც გავუზიარეთ ამერიკელ პარტნიორებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE