მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ray-Ban-ის მილიარდერმა მემკვიდრემ მენეჯმენტი გააკრიტიკა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა
Ray-Ban-ის მილიარდერმა მემკვიდრემ მენეჯმენტი გააკრიტიკა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

Ray-Ban-ის მილიარდერმა მემკვიდრემ მენეჯმენტი გააკრიტიკა და ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 04:30|bm.ge

EssilorLuxottica-ს დამფუძნებლის მემკვიდრემ, ლეონარდო მარია დელ ვეკიომ კომპანიის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა და საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე საჯაროდ ისაუბრა.

იტალიელ რეპერ ფედეზთან პოდკასტში დელ ვეკიომ აღნიშნა, რომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ კომპანიამ სწორი ხედვა დაკარგა. მისივე თქმით, ის ვერ დაუჭერს მხარს ბიზნესს მაშინ, როცა ხელფასები გაყინულია და აქციების ფასი ნახევრდება.

მემკვიდრემ ხაზგასმით განმარტა, რომ პრობლემა არა პირად ურთიერთობებში, არამედ მილერის მიერ ნაჩვენებ არადამაკმაყოფილებელ შედეგებშია.

საყურადღებოა, რომ თავად EssilorLuxottica-მ ამ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ამასთან, სათვალეების მწარმოებელი გიგანტის დირექტორთა საბჭომ და ტოპ-მენეჯმენტმა მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს სრული მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს.

ცნობისთვის, დელ ვეკიომ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც საოჯახო ჰოლდინგ Delfin Sarl-ისგან სესხის მიღებაზე უარი მიიღო. არსებული ინფორმაციით, მას €10 მილიარდი ($11 მილიარდი) სჭირდებოდა, რათა საკუთარი ორი და-ძმის წილები გამოესყიდა.

რეპერის პოდკასტში 31 წლის ბიზნესმენმა, რომლის ქონებასაც Forbes-ი $5.8 მილიარდად აფასებს, პირად ცხოვრებასა და ფსიქოლოგიურ სირთულეებზეც ილაპარაკა.

როგორც ირკვევა, დელ ვეკიოს უძილობა აწუხებდა და ის საძილე მედიკამენტებზე იყო დამოკიდებული. მან აღნიშნა, რომ მამამ შვილებს სიყვარულის გარდა ყველაფერი მისცა, თავად კი სიცარიელე ნარკოტიკებით შეავსო. ინტერვიუში მემკვიდრემ ისიც განაცხადა, რომ მას ინტიმური ურთიერთობა 2,000-ზე მეტ ქალთან ჰქონდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?

რას მოიცავს Anthropic-ის და Nscale-ის $45-მილიარდიანი გარიგება?

BM.GE

ინდური Jio Platforms-ის აქციების პირველად განთავსებაზე მოთხოვნამ $26.3 მილიარდს გადააჭარბა

ინდური Jio Platforms-ის აქციების პირველად განთავსებაზე მოთხოვნამ $26.3 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

აზერბაიჯანში სურსათის იმპორტი 10%-ით, $2.07 მილიარდამდე გაიზარდა

აზერბაიჯანში სურსათის იმპორტი 10%-ით, $2.07 მილიარდამდე გაიზარდა

BM.GE

კერძო ავიაციით დაკავშირებული რეგიონები, ასაფრენი ბილიკი ზღვაში და 8 მეგაპროექტი: როგორ ვითარდება "ამბასადორი აილენდი"

კერძო ავიაციით დაკავშირებული რეგიონები, ასაფრენი ბილიკი ზღვაში და 8 მეგაპროექტი: როგორ ვითარდება "ამბასადორი აილენდი"

BM.GE