მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა, მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული - ლევან მეხუზლა
რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა, მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული - ლევან მეხუზლა

რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა, მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული - ლევან მეხუზლა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 17:52|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მევენახეობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმა, რაც ყურძნის ჩაბარებას დიფერენცირებული ტარიფით გულისხმობს, მუშაობს. მისი ინფორმაციით, მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული.

ლევან მეხუზლას განცხადებით, ჯერ კიდევ თებერვალში იყო ფერმერებისთვის ცნობილი სქემა, რომლის საფუძველზე მოხდებოდა სახელმწიფო საწარმოში ყურძნის ჩაბარება.

„უმთავრესი, რის გამოც მოხდა მინიმალური ცვლილებების შეტანა დიფერენცირებული ფასების რეგულაციაში, იყო უხვი ნალექი და არც თუ ისე ცხელი ზაფხული, ვაზი ყვავილობაში და ყურძენი მწიფობაში გვიან შევიდა. ბოლო წლებში ეს ერთ-ერთი ყველაზე გვიანი რთველია. მოსახლეობას გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ყურძენი ვერ მისულიყო შესაბამის კონდიციამდე. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასების დადგენის მიზანია, რომ გონივრულად იქნეს გამოყენებული შრომაც, ხარჯებიც და შემოსავალიც. ამ დრომდე გადამუშავებული ყურძნის სტატისტიკით ფაქტია, რომ რეფორმა მუშაობს. მევენახეების 99%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და მხოლოდ 0,5%-ია უხარისხო ჩაბარებული“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ და დასძინა, რომ ხარისხი პრიორიტეტად რჩება: "ხარისხთან მიმართებით კომპრომისები ვერ იქნება დაშვებული. წელს თუ რთველში მკვახე ყურძენი მხოლოდ 5 მანქანა ჩაბარდა, მომავალ წელს 1 მანქანაც არ უნდა იყოს ასეთი - ეს არის ჩვენი მიზანი. დღეს მევენახეებს შეუძლიათ ნაკლები დანახარჯით, ცოტა და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა და დიდი ფინანსური შემოსავლის მიღება“.

ცნობისთვის, 25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 42,4 ათასი ტონა მაღალი კონდიციის და ხარისხიანი ყურძენია. კახეთში მოსავალი 3 500 მევენახემ დააბინავა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ კახეთში, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთვის არახელსაყრელი ამინდების გამო, 22 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კორექტივები შესულიყო ჩასაბარებელი ყურძნის ფასებსა და შაქრიანობის ზღვრებში:

მაღალკონდიციური ყურძენი: 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი; 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწილის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;

დაბალკონდიციური ყურძენი: 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი; 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;

16%-ზე დაბალი, არაკონდიციური და დაზიანებული - 50 თეთრი.

შეგახსენებთ: ჩასაბარებელი ყურძნის ფასის და შაქრიანობის ზღვრების კორექიტირებას წინ უსწრებდა მევენახეების რამდენიმე საათიანი პროტესტი და გზის გადაკეტვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

JAMBO-ს ახლად მოხალული, გამორჩეული ყავა უკვე სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ

JAMBO-ს ახლად მოხალული, გამორჩეული ყავა უკვე სუპერმარკეტებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ

BM.GE

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს-ი მონიტორინგს აგრძელებს

ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს-ი მონიტორინგს აგრძელებს

BM.GE

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €3 მილიარდის გამოყოფა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის თითქმის €3 მილიარდის გამოყოფა დაამტკიცა

BM.GE

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება?

ფიზიკური პირების სესხების რომელ კატეგორიაშია ყველაზე მაღალი ვადაგადაცილება?

BM.GE