მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფორმატორი კანდიდატი ქვეყნებისთვის EU ერთიან ბაზარს გახსნის - Politico
რეფორმატორი კანდიდატი ქვეყნებისთვის EU ერთიან ბაზარს გახსნის - Politico

რეფორმატორი კანდიდატი ქვეყნებისთვის EU ერთიან ბაზარს გახსნის - Politico

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 22:06|bm.ge

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახლებურ მიდგომას და კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე - Single Market - სრული უფლებებით ეტაპობრივ წვდომას ითვალისწინებს. ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Politico ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ქვეყნები ეკონომიკურ ბენეფიტებს მხოლოდ ევროკავშირში სრული გაწევრიანების შემდეგ მიიღებდნენ, ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყებას მათ სრულუფლებიან წევრობამდე.

ინიციატივის მიზანია კანდიდატი ქვეყნების - მათ შორის უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების - ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა და ევროკავშირის ეკონომიკასთან მათი დაახლოება გაწევრიანების პოლიტიკური პროცესის პარალელურად.

გამოდის, ევროკავშირი იმოქმედებს პრინციპით - “მეტი მეტისთვის”: ერთიანი ბაზრის კონკრეტულ სექტორებზე წვდომა პირდაპირ დაუკავშირდება ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს. სარგებელს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებიც ეფექტურად განახორციელებენ საკანონმდებლო, სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე დაიცავენ კანონის უზენაესობას.

ეტაპობრივი წვდომა მოიცავს ისეთ საკვანძო სექტორებს, როგორებიცაა: საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება; ციფრული ერთიანი ბაზარი; ენერგეტიკული და სატრანსპორტო ქსელები; ევროკავშირის ცალკეულ საფინანსო და საინვესტიციო პროგრამებში მონაწილეობა.

Politico წერს, რომ ევროკომისიის გეგმის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებისადმი მათ მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიანი ბაზრის ხელმისაწვდომობა - იმაზე, რომ მათ არ გაუზიარონ საკვანძო ტექნოლოგიები მტრულ სახელმწიფოებსა და სავაჭრო მეტოქეებს.

„ინდუსტრიული და საბაზრო ინტეგრაციის გაღრმავებასთან ერთად, სენსიტიურ სექტორებში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს თანამშრომლობა ინვესტიციების შემოწმების (სკრინინგის ), ექსპორტის კონტროლის, სანქციების აღსრულებისა და სენსიტიური ტექნოლოგიების დაცვის კუთხით“, — აღნიშნულია მიმოხილვის დოკუმენტში: „წვდომის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სტრატეგიული თანხვედრა, კრიტიკული დამოკიდებულებები და ინფრასტრუქტურისა თუ მიწოდების ჯაჭვების მიმართ არსებული რისკების მართვის უნარი. იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდება, მონაწილეობის ფარგლები უნდა დაკორექტირდეს შესაბამისი ინსტრუმენტის საფუძველზე”.

ევროკომისიის ახალი დოკუმენტის სულისკვეთებას Politico ასე აჯამებს - გეგმის მიხედვით, ეკონომიკური სარგებელი პირობითი იქნება და შესაძლოა ის ჩამოერთვათ, თუ არაწევრი ქვეყნები დემოკრატიის კუთხით უკუსვლას დაუშვებენ ან სენსიტიურ ტექნოლოგიებს არამეგობრულ მთავრობებს გაუზიარებენ.

ამის პარალელურად, ევროკომისია 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ამზადებს გაწევრიანების სპეციალურ ახალ საგზაო რუკებს - გზამკვლევებს - ბლოკში გაწევრიანების გზაზე ყველაზე მეტად დაწინაურებული ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის: მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა.

ეს ინიციატივა ოფიციალურად დააანონსა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ახალი ინიციატივის მთავარი არსი კანდიდატთა დიფერენციაცია და მათთვის მკაფიო, ეტაპობრივი გეგმის შეთავაზებაა, რომელიც გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ისახავს მიზნად.

Politico–ს და ევროკავშირის ოფიციალური წყაროების ცნობით, ახალი სტრატეგია მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

მკაფიო ვადები და პრიორიტეტები: საგზაო რუკები ზუსტად განსაზღვრავს რეფორმების ჯგუფების (ეგრეთ წოდებული მოლაპარაკებების „კლასტერების“) დასრულების სავარაუდო თარიღებსა და მისაღწევ შედეგებს.

გარანტიები კანდიდატი ქვეყნებისთვის: თუ ქვეყნები წარმატებით შეასრულებენ გაწერილ რეფორმებს, მათ ექნებათ გარანტია, რომ ბლოკი მათ მიიღებს.

ვალდებულებები წევრი ქვეყნებისთვის: საგზაო რუკები ვალდებულებებს აკისრებს ევროკავშირის მიმდინარე წევრებსაც, რათა მათ დროულად გასცენ თანხმობა პროცესის წინსვლაზე.

სამიზნე თარიღი: ყველაზე მოწინავე ქვეყნების (მაგალითად, ალბანეთის) შემთხვევაში, გაწერილია სამუშაოების დასრულება და ბლოკში ინტეგრაცია უკვე 2027 წლის ბოლოსთვის.

ევროკავშირის ახალი მიდგომა მკაფიოდ ყოფს კანდიდატ ქვეყნებს მოწინავე ლიდერებად („frontrunners“) და რეფორმირების ტემპს ჩამორჩენილებად.

რომელი ქვეყნები მიიღებენ საგზაო რუკას? მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა.

რომელი ქვეყნები ვერ მიიღებენ საგზაო რუკას? საქართველო, თურქეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოს, თურქეთისა და სერბეთის განაცხადების განხილვა შეჩერებულია ან შენელებულია ქვეყნებში არსებული დემოკრატიული და სასამართლო სისტემის უკუსვლის გამო. შესაბამისად, ამ ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე მსგავსი სამოქმედო გეგმები არ მზადდება.

ევროკომისია გაფართოების ახალი პაკეტის, რეფორმების და კონკრეტული საგზაო რუკების დეტალების ოფიციალურ წარდგენას და განხილვას 2026 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანდიდატ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობაიმედი
  • Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებსნეტგაზეთი
  • ევროკომისია მოწინავე კანდიდატი ქვეყნებისთვის გაწევრიანების ახალ საგზაო რუკებს ამზადებსფორმულა
  • Politico: EU ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს, „საგზაო რუკას" არ შესთავაზებენ საქართველოსტვ პირველი
კანდიდატ →

მსგავსი სტატიები

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

რომელ სამინისტროებს ეზრდებათ დაფინანსება - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

საქართველოში რჩებიან ძალები, რომლებიც აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების იდეაზე უარს არ ამბობენ - ბადრა გუნბა

BM.GE

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $265.2 მლნ გაუარესდა - სებ

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით $265.2 მლნ გაუარესდა - სებ

BM.GE

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

BM.GE