მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რეფორმით არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ გაუქმებულა. მათი ნაწილი მილევად რეჟიმში გადავიდა - მინისტრი
რეფორმით არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ გაუქმებულა. მათი ნაწილი მილევად რეჟიმში გადავიდა - მინისტრი

რეფორმით არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ გაუქმებულა. მათი ნაწილი მილევად რეჟიმში გადავიდა - მინისტრი

BM.GE28 მაისი, 2026, 19:20|bm.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმის ფარგლებში არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არ გაუქმებულა. მან ამის შესახებ პარლამენტში, ინტერპელაციით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პროგრამების ნაწილი მილევად რეჟიმში გადავიდა. გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გაუქმება რეფორმის ფარგლებში არ მომხდარა. პროგრამების გარკვეული ნაწილი გადავიდა მილევად რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ იქ ჩარიცხული სტუდენტები განაგრძობენ სწავლას იმავე პირობებით, რითაც ჩაირიცხნენ.

გაინტერესებთ 240-იანი საბაკალავრო, 120-იანი სამაგისტრო კრედიტებთან დაკავშირებით, ამასაც მოგახსენებთ. საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინისტრის ბრძანების შესაბამისი კონცეფცია განხილულ იქნა 2026 წლის იანვარში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ რექტორთა საბჭოზე. გარდა ამისა, უნივერსიტეტებმა წერილობითი განცხადებებით მომართეს როგორც სამინისტროს, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ცენტრის მიერ მოხდა როგორც შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების, ასევე დოკუმენტაციაში ასახული მოსაზრებების ანალიზი და ურთიერთშეჯერება. ამის საფუძველზე დადგინდა გამონაკლისები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია არანაკლებ 240-კრედიტიანი და არანაკლებ 120-კრედიტიანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სისტემაში დატოვება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურ კომუნიკაციაშია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პროგრამების მოდიფიცირების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ ცენტრს. საბაკალავრო პროგრამებზე ანგარიშის წარმოდგენა დასრულდა პირველ მაისს და მიმდინარეობს ცენტრის მიერ პროგრამების გადამოწმება. დღეის მდგომარეობით წარდგენილი 600 საბაკალავრო პროგრამიდან ცენტრის მიერ უკვე დადასტურებულია 300 პროგრამის სამწლიან პროგრამაზე გადასვლის შესაბამისობა. აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და დასრულდება მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე, ანუ სასწავლო წლის დაწყებამდე.

რაც შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, უნივერსიტეტებს პირველ ივლისამდე აქვთ ანგარიშების წარდგენის ვადა 1+1 მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და გეგმავენ ანგარიშების წარმოდგენას ივნისის თვეში", - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE