მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა
მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა

მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები... - რომეო მიქაუტაძეს ₾5.6 მილიონის ქონება ჩამოერთვა

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 19:57|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის მიხედვითაც მას 5.6 მილიონი ლარის ღირებულების ქონება ჩამოერთვა. მადრიდის სახლი, მანქანები, ოქროს ზოდები და მონეტები, კომპანიის წილები - ასეთია იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბრალდებით გასამართლებული მაღალჩინოსანს ჩამოერთვა.

რომელ მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმების შედეგად 10 წლის ნაცვლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა.

"საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით", - ნათქვია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

პროკურატურა მას ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ 8 499 334 ლარი შეადგინა.

მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობდა, უკვე 2022 წლიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2024 წელს როგორც მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი, ასევე "საქრუსენერგოს" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავესტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი: დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში. კარგი მაგალითია - მხარს დაუჭერ ძალადობას, დააფინანსებ ძალადობას, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლშირუსთავი 2
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

დღეისთვის 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი 9 საწარმომ ჩაიბარა | სუბსიდია ₾219 500-ს აჭარბებს

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Capital Square-ის მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

"ინვეტ ჯგუფმა" ქანდაში ₾4.4 მილიონის ინვესტიციით მარცვლეულის შემნახველი საწარმო გახსნა

BM.GE