მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაცია
რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაცია

რემონტი - ₾130 000, დანაზოგი ნაღდი ფულით - ₾14 500 | ქვეყნის მთავარი შრომის ინსპექტორის ქონებრივი დეკლარაცია

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 20:22|bm.ge

შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორმა 2025 წელს ხელფასის სახით 84 387 ლარი მიიღო. მისმა ცოლმა ქრისტინე კოპალიანმა კი, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოსამართლეა 117 847 ლარის ხელფასი აიღო.

ბექა ფერაძის მიერ შევსებული 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზეა რეგისტრირებული 2024 წელს 200 000 დოლარად შეძენილი თბილისში, სოფელ დიღომში 501 კვ.მ.-ის საცხოვრებელი სახლი, მისი ცოლის სახელზე კი ასევე 2024 წელს სოფელ დიღომში 61 800 დოლარად შეძენილი 61.8 კვ.მ.-ის ბინაა. ქრისტინე კოპალიანის საკუთრებაშია ასევე 2024 წელს 11 140 დოლარად ნაყიდი Mercedes Benc GLE 350.

მთავარი შრომის ინსპექტორი ფლობს „ბიფერა გრუპის“ 100%-იან წილს, რომელიც მინდობით მართვაში ბესიკ ფერაძისთვის აქვს გადაცემული. მისი ცოლი კი შპს „ჯანმრთელ თაობაში“ 10%-იანი წილის მფლობელია.

ბექა ფერაძეს ნაღდი ფულის სახით 14 500 ლარის დანაზოგი აქვს. გასულ - 2025 წელს ფერაძე გასავალში უთითებს რემონტის ხარჯებს, რომლის მოცულობამაც 130 000 ლარი შეადგინა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბექა ფერაძეს და მის ცოლს იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები „ბაზისბანკში“ აქვთ აღებული. აქედან 105 000 ლარი შრომის მთავარმა ინსპექტორმა გასულ წელს რემონტისთვის აიღო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს - Euroscope

EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიიწვიეს - Euroscope

BM.GE

"რუსეთი ცდილობს შექმნას მითი, რომ მის გარეშე ქართული ბიზნესი ვერ იარსებებს"|ინტერვიუ ანდრო გოცირიძესთან

"რუსეთი ცდილობს შექმნას მითი, რომ მის გარეშე ქართული ბიზნესი ვერ იარსებებს"|ინტერვიუ ანდრო გოცირიძესთან

BM.GE

₾67 მილიონის შემოსავალი 2025 წელს - "მადარტმა" ახალი საწარმოს მშენებლობისთვის მიწა შეიძინა

₾67 მილიონის შემოსავალი 2025 წელს - "მადარტმა" ახალი საწარმოს მშენებლობისთვის მიწა შეიძინა

BM.GE

ჰორმუზის სრუტესთან საკონტეინერო გემი ჩაიძირა

ჰორმუზის სრუტესთან საკონტეინერო გემი ჩაიძირა

BM.GE