მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა
რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

რესტორან "გაგრასთან" მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციისთვის ₾10 მლნ-ის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 15:10|bm.ge

თბილისის მერია მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შალიკაშვილის ხიდამდე მტკვრის ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოების ჩატარებისთვის მერიამ 10 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 აგვისტოს დაიწყება და 3 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების შესრულების ვადაა წერილობითი დავალების მიცემიდან 150 კალენდარული დღე, ანუ 5 თვე.

სარეაბილიტაციო კედლის სიგრძე 300 მეტრია.

“საპროექტო ობიექტი მდებარეობს ქალაქ თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ტანი და ფუნდამენტი დაზიანებულია, აღინიშნება კედლის ეროზია, შეიმჩნევა ცალკეული სექციების დეფორმაციები, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია და რისკის შემცველია პკ 0+00 - პკ 3+00 მონაკვეთი რომელიც მნიშვნელოვნად გადახრილია მდინარისკენ. მიუხედავად ზემოხსენებული დაზიანებებისა არსებული კედლის დაშლის აუცილებლობა არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ნაპირსამაგრი კედლის თავზე განთავსებულია ტროტუარი, მრავალწლიანი ნარგავები, სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელი და სავალი ნაწილი. შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციით გადაწყდა არსებული კედლის წინ მდინარის მხარეს ახალი ხიმინჯოვან საძირკველზე განთავსებული ნაპირსამაგრი რკინაბეტონის კედლის მოწყობა”, - წერია საპროექტო დოკუმენტაციაში.

ცნობისთვის, რესტორან "გაგრას" მიმდებარედ, ფერდი გასულ წელს ჩამოიშალა. ჩამოშლამდე თბილისის მერიამ მიმდებარე გზა გადაკეტა, ვინაიდან გზის სავალ ნაწილზე ბზარები შენიშნეს. ამის შემდეგ, ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები ₾1.8 მილიონამდე შემცირდა | comcom

BM.GE

თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირი

თბილისში ₾235 000-ის ღირებულების 40 600 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ - დაკავებულია 2 პირი

BM.GE

დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ - ზარალი 59 870 ლარია

დააკავეს 2 პირი, რომლებიც მიკროსაფინანსოში ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ - ზარალი 59 870 ლარია

BM.GE

"7 თვეში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა" - "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ტვირთების ზრდაზე

"7 თვეში 404 760 TEU კონტეინერი დამუშავდა" - "ეიპიემ ტერმინალს ფოთი" ტვირთების ზრდაზე

BM.GE