მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ripple-მა დუბაიში ახალი სათავო ოფისი გახსნა
Ripple-მა დუბაიში ახალი სათავო ოფისი გახსნა

Ripple-მა დუბაიში ახალი სათავო ოფისი გახსნა

BM.GE1 მაისი, 2026, 12:49|bm.ge

კომპანია Ripple-მა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონული ცენტრი დუბაის საერთაშორისო ფინანსურ ზონაში განათავსა. XRP-ის შემქმნელი კომპანიის განცხადებით, ახალი სათავო ოფისის გახსნა მიზნად ისახავს რეგიონში ბლოკჩეინზე დაფუძნებულ საგადახდო და კასტოდიანურ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კომპანიის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა მათ საშუალებას მისცემს, რეგიონული გუნდის შემადგენლობა გააორმაგონ და პარტნიორებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები გააფართოონ.

როგორც ირკვევა, Ripple-ი დუბაის ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის რეგიონი კომპანიის გლობალური მომხმარებლების მნიშვნელოვან წილს მოიცავს. Ripple-ის სერვისებით ისეთი ფინანსური ინსტიტუტები სარგებლობენ, როგორიცაა Zand Bank-ი, Ctrl Alt-ი, Garanti BBVA, Absa Bank-ი და Chipper Cash-ი.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Ripple-ის გაფართოება დუბაის მარეგულირებელი გარემოს მიმართ ნდობის გამოხატულებად მიიჩნევა. ამასთან, Ripple-მა რეგიონში ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზირების პროცესიც წარმატებით გაიარა. კერძოდ, 2025 წლის მარტში კომპანია გახდა ბლოკჩეინ-გადახდების პირველი პროვაიდერი, რომელმაც დუბაის ფინანსური მომსახურების ორგანოსგან (DFSA) სრული ლიცენზია მიიღო.

პარალელურად, კომპანიამ დაადასტურა, რომ მათ მიერ გამოშვებული დოლარით უზრუნველყოფილი სტაბილკოინი, RLUSD, მარეგულირებელმა აღიარებულ კრიპტო ტოკენად დაამტკიცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE