მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს
„რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

„რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს

BM.GE24 ივნისი, 2026, 23:14|bm.ge

„რითეილ ასოციცია“ რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ჩარევა საჭირო არ არის, თუმცა, სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციებისთვის მზად არის.

„ჯერჯერობით, [ამ საკითხზე] არანაირი კომუნიკაცია სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან არ ყოფილა. ამ ეტაპზე, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს კონკურენციის სააგენტოსთან, თუმცა, რითეილ სექტორი მზადყოფნაშია, საჭიროების დროს ჩაერთოს ყველანაირ კონსულტაციებში იქნება ეს ეკონომიკის სამინისტრო თუ სხვა სტრუქტურები.

ჩვენ ისევ და ისევ, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე რითეილერებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობის რეგულაცია არ არის საჭირო, თუმცა, დაველოდოთ, თუ რაღაც პროექტი დაიდება, ჩვენი მოსაზრებებით ჩავერთვებით“ - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირების ერთ-ერთი გზა შიდა ლოგისტიკისა და ცენტრალიზებული სასაწყობე მეურნეობების განვითარებაა. ამ მიმართულებით სექტორი სახელმწიფოსგან თანადგომის (გარანტიებისა და სხვა მექანიზმების) შეთავაზებას ელოდება.

„თითოეული რითეილერი გააქტიურდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მოკლე ვადებში განავითაროს შიდა ლოგისტიკა და სასაწყობე მეურნეობები, რაც ისედაც გარდაუვალი იყო, თუმცა, ამ პროცესების შემდეგ დაჩქარდა. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო სტრუქტურებისგან თანადგომის შეთავაზება, ეს იქნება გარანტიები თუ სხვა დახმარება, რათა ეს სასაწყობე მეურნეობები საქართველოში რაც შეიძლება, სწრაფად განვითარდეს.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, ამ სასაწყობე, ცენტრალური მეურნეობების განვითარება შესაძლებლობას მოგვცემს, დავზოგოთ თანხები ლოგისტიკაზე, კიდევ უფრო მეტად გაიაფდეს პროდუქტი და კიდევ უფრო შეღავათიანი პირობები შევთავაზოთ პროდუქტი მომხმარებლებს“ - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.

"რითეილ ასოციაციისგან" განსხვავებით, "დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია" შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს მოლოდინშია, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს. მათ შორისაა გადახდის ვადები, ე.წ. რეტრო-ბონუსების ლიმიტირება და თაროებზე წვდომის წესები.

სამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის რეგულირების შესახებ კანონპროექტის მიღების საჭიროებაზე ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკავილმა განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს როგორც საშუალოვადიან, ისე გრძელვადიან ცვლილებებს, მათ შორის, მონიტორინგის გაძლიერებას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. შესაბამის დოკუმენტზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

Meta-ს საპროგნოზო პლატფორმა დაემატება – რას გეგმავს ცუკერბერგი?

BM.GE

ICT სექტორში FDI შემცირდა - უმსხვილესი ინვესტორი აშშ-ია|TOP-10 კომპანია

ICT სექტორში FDI შემცირდა - უმსხვილესი ინვესტორი აშშ-ია|TOP-10 კომპანია

BM.GE

ევროპის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში – ვის უთამაშია მუნდიალზე და ვინ ელოდება დებიუტს?

ევროპის ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში – ვის უთამაშია მუნდიალზე და ვინ ელოდება დებიუტს?

BM.GE

ძალიან ბევრმა შემოიყვანა 90-იანი წლების ავტომობილები - ავტოიმპორტიორი განბაჟების გაძვირების ეფექტზე

ძალიან ბევრმა შემოიყვანა 90-იანი წლების ავტომობილები - ავტოიმპორტიორი განბაჟების გაძვირების ეფექტზე

BM.GE