მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რითეილ სექტორი მიწოდების ჯაჭვის შემცირებას ეთანხმება — სექტორი ლოგისტიკრი ცენტრების განვითარებას ითხოვს
რითეილ სექტორი მიწოდების ჯაჭვის შემცირებას ეთანხმება — სექტორი ლოგისტიკრი ცენტრების განვითარებას ითხოვს

რითეილ სექტორი მიწოდების ჯაჭვის შემცირებას ეთანხმება — სექტორი ლოგისტიკრი ცენტრების განვითარებას ითხოვს

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 02:27|bm.ge

საქართველოში რითეილ სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ მიწოდების ჯაჭვის სიგრძე და მასთან დაკავშირებული მაღალი საოპერაციო ხარჯები რჩება. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ლოგისტიკური ცენტრების განვითარება და მაღაზიების ცენტრალიზებული მომარაგება მიწოდების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

„უბნის ტიპის ქსელურ მაღაზიებს დღის განმავლობაში 50-მდე სხვადასხვა მიმწოდებელი სტუმრობს, თითოეულს კი ცალკე აქვს სატრანსპორტო, საწვავის, შრომისა და სხვა საოპერაციო ხარჯები, მათ შორის სპეციალიზებული, მაგალითად, მაცივარი ავტომობილების გამოყენების ხარჯიც, ამას გარდა, ქსელი, მთლიანად, ათასობით მწარმოებელს თუ იმპორტიორს ეკონტაქტება და თითოეულთან ცალკე აწარმოებს მიღებას. ცენტრალიზებული მომარაგების მოდელით სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ მაღაზიებში პროდუქციის ცალ-ცალკე შეტანის ნაცვლად, პროდუქციის კონსოლიდირება ლოგისტიკურ ცენტრში იქნება შესაძლებელი, საიდანაც ქსელის მაღაზიები ერთიანი სისტემით მომარაგდება.“ - ამბობს „ბიემჯისთან“ ინტერვიუში რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სოფო ქაშაკაშვილი

სექტორის შეფასებით, ასეთი მოდელი, ერთი მხრივ, მიწოდების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადებს შეამცირებს.

მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის საჭიროებას განსაკუთრებით აქტუალურს ხდის საქართველოს რითეილ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციაც. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მაშინ როდესაც რიგ უცხოურ ბაზრებზე რამდენიმე მსხვილი ქსელი დომინირებს (3-4), საქართველოში ქსელების რაოდენობა გაცილებით მაღალია (20-მდე) და მათ პროდუქციის მიღება ათასობით დისტრიბუტორისგან, მწარმოებლისგან და იმპორტიორისგან ინდივიდუალურად უწევთ.

ამასთან, სექტორში მიიჩნევენ, რომ ბაზრის განვითარების პარალელურად შესაძლოა დისტრიბუციის გამსხვილების პროცესიც წახალისდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ უჩივლა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მილიარდერ ტიმურ ტურლოვს?

რატომ უჩივლა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მილიარდერ ტიმურ ტურლოვს?

BM.GE

რატომ შეაჩერა Stellantis-მა ფრანგულ ქარხნებში ავტომობილების წარმოება?

რატომ შეაჩერა Stellantis-მა ფრანგულ ქარხნებში ავტომობილების წარმოება?

BM.GE

რატომ იზრდება Tesla-ს აქციები?

რატომ იზრდება Tesla-ს აქციები?

BM.GE

პენტაგონმა Meridian-ის პროექტი დაიწყო, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

პენტაგონმა Meridian-ის პროექტი დაიწყო, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს

BM.GE