მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „რითეილ სექტორი საკადრო დეფიციტს AI-ითა და თვითმომსახურების აპარატებით ჩაანაცვლებს“ - სოფო ქაშაკაშვილი
„რითეილ სექტორი საკადრო დეფიციტს AI-ითა და თვითმომსახურების აპარატებით ჩაანაცვლებს“ - სოფო ქაშაკაშვილი

„რითეილ სექტორი საკადრო დეფიციტს AI-ითა და თვითმომსახურების აპარატებით ჩაანაცვლებს“ - სოფო ქაშაკაშვილი

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 13:50|bm.ge

საცალო ვაჭრობის სექტორში არსებული მწვავე საკადრო დეფიციტის ფონზე, კომპანიები აქცენტს პროცესების ავტომატიზაციასა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე აკეთებენ. დარგის წარმომადგენელთა თქმით, სამუშაო ძალის ნაკლებობამ ბიზნესი აიძულა, მომსახურების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიები და თვითმომსახურების სალაროები კიდევ უფრო აქტიურად დანერგოს.

არსებულ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ ჩანაცვლებაზე გადაცემა „საქმიან დილაში“ რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაშაკაშვილმა ისაუბრა.

„საკმაოდ მწვავეა კადრების დეფიციტი რითეილ სექტორში. ეს განაპირობა იმ პროფესიებმაც, რომლებიც ნელ-ნელა ანაცვლებს ძველ პროფესიებს და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სახლიდან გაუსვლელად დასაქმდნენ. ჩვენი სექტორი სხვადასხვა გზებით ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას, მათ შორის არის AI და მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიებით სამუშაო ძალის ჩანაცვლება, თუნდაც ეს იყოს თვითმომსახურების სალაროები თუ სხვა ტექნოლოგიები.“- განაცხადა ქაშაკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია და დიდ ქსელურ მარკეტებში თვითმომსახურების აპარატები სრულად იმკვიდრებს ადგილს. სამომავლოდ არ გამოირიცხება, რომ AI და ავტომატიზებული სისტემები უბნის ტიპის შედარებით მცირე მაღაზიებშიც დაინერგოს.

მიუხედავად იმისა, რომ სექტორში ანაზღაურება ყოველწლიურად საშუალოდ 20-25%-ით იზრდება, კადრების შენარჩუნება მაინც ჭირს. ამიტომ, ტექნოლოგიურ გადაწყვეტებთან ერთად, ასოციაცია პერსონალის გადამზადების ახალ მოდელზეც მუშაობს.

„ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია თანამშრომელთა გადამზადება ერთიან სტანდარტზე მოხდეს. ვმუშაობთ სახელმწიფო აკრედიტაციის მოპოვებაზე და პარტნიორ სასწავლებელთან ერთად წელსვე შევძლებთ პირველი ჯგუფების მომზადებას“, - აღნიშნა ქაშაკაშვილმა „საქმიან დილასთან.“

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხის მიზეზად სიაში მისი საკუთარი კანდიდატურის არყოფნა დაასახელა

დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხის მიზეზად სიაში მისი საკუთარი კანდიდატურის არყოფნა დაასახელა

BM.GE

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გამართა

BM.GE

მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

BM.GE

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE