მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში ბევრია გასაკეთებელი - ლევან სულაბერიძე
რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში ბევრია გასაკეთებელი - ლევან სულაბერიძე

რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში ბევრია გასაკეთებელი - ლევან სულაბერიძე

BM.GE22 მაისი, 2026, 03:44|bm.ge

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქვეყანაში პორტების განვითარების ტემპს თან უნდა მიყვებოდეს რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაც.

როგორც ლევან სულაბერიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, საქართველოში მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები ფოთის პორტის გაფართოებაზე და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.

“ძალიან ბევრი საქმეა [გასაკეთებელი] რკინიგზაში წინა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. თუ ჩვენ ვაშენებთ ანაკლიის პორტს, თუ ჩვენ უნდა განვავითაროთ ფოთის ნავსადგური, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ერთი რამ. სინქრონულად უნდა მისდევდეს წინა საპორტო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება თვითონ ნავსადგურის განვითარებას. შეიძლება ითქვას, უნდა აღემატებოდეს კიდეც გარკვეულწილად, ვინაიდან ამოცანა არის ერთი რამ, რომ ნავსადგურს ჰქონდეს საკმარისი ადგილი შესული ტვირთისა. შემდეგ აუცილებელი ხდება გამოთავისუფლებელი სავაგონო პარკის განთავსება, ის ცარიელი არ უნდა ბრუნდებოდეს უკან, მაგალითად, შუა აზიაში თავის მეპატრონესთან, ვინაიდან ეს ძალიან აძვირებს გადაზიდვას და ზოგადად, დერეფნის ღირებულებას. მას უნდა ჰქონდეს საშუალება, ადეკვატური საფასურის სანაცვლოდ დაელოდოს უკან წამსვლელ ტვირთს. ყველა ტერმინალს თუ ყველა ნავმისადგომს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სარკინიგზო ხაზი და ა.შ”, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე საუბრობს ამ მიმართულებით რეგიონის ქვეყნების გამოცდილებაზეც.

“ჩვენი ქალაქების და რკინიგზის ინფრასტრუქტურის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქები შემოშენებულია ნავსადგურებზეც და რკინიგზაზეც. არ შეიძლება ცენტრალური მაგისტრალი ქალაქის შუაგულში გადიოდეს იქ, სადაც ცხოვრება დუღს. დღეს მაგალითად, ყაზახეთი აშენებს ალმათის შემოვლით სარკინიგზო გზას, რომ ქალაქში შიდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას მეტი მოქნილობა ჰქონდეს და ზოგადად ტრანზიტმა იაროს ქალაქის შემოვლით და არა უშუალოდ შუაგულ ქალაქში.

შესაბამისად, გასაკეთებელი ძალიან ბევრია, თუმცა ეს არის ძალიან ინვესტიცია ტევადი დარგი, სადაც ყველაფერი უნდა დაიგეგმოს ნავსადგურების განვითარების შესაბამისად. იმის შესაბამისად, თუ რა ამოცანებს ვუსახავთ ჩვენ ნავსადგურებს, რა ამოცანები გვინდა, რომ გადაჭრან ნავსადგურებმა და ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ უბრალოდ სიდიდით და გამტარუნარიანობით, არამედ სტრუქტურულადაც უნდა შეესაბამებოდეს ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ჯამში უნდა ქმნიდეს გამტარუნარიანობის შესაძლებლობებს”, - განაცხადა ლევან სულაბერიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE