მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდემდე გაგრძელდება ნავთობის და დიზელის დეფიციტი? - IEA
როდემდე გაგრძელდება ნავთობის და დიზელის დეფიციტი? - IEA

როდემდე გაგრძელდება ნავთობის და დიზელის დეფიციტი? - IEA

BM.GE14 ოქტომბერი, 2026, 18:11|bm.ge

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ცნობით, ირანის ომით გამოწვეული შეფერხებების ფონზე, გლობალურ ბაზარზე დიზელის მიწოდების დეფიციტი 2027 წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება და სანავთობო ბაზარზე სტაბილურობა, სავარაუდოდ, სწორედ მომდევნო წლამდე ვერ აღდგება.

უახლესი ანგარიშის თანახმად, გაზრდილი ფასების გამო, 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა დღეში 2.6 მილიონი ბარელით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ამ ვარდნის 25%-იანი წილი სწორედ დიზელზე მოდის, რაც მის რეკორდულად გაძვირებას უკავშირდება. სააგენტოს მოლოდინით, ნავთობის მიწოდება წელს 5.8 მილიონი ბარელით დაიკლებს, ხოლო 2027 წელს მაჩვენებელი, წესით, 7.7 მილიონით გაიზრდება, თუმცა თავად ეს პროგნოზი ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა დამოკიდებული.

ამას გარდა, ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ბაზრის აღდგენას საფრთხეს უქმნის ის თავდასხმები, რომლებსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები სპარსეთის ყურეში ახორციელებენ. მოგეხსენებათ, ბოლო კვირის განმავლობაში იემენელმა ჰუსიტებმა ერ-რიადზე რამდენიმე იერიში მიიტანეს. ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მიწოდების ჯაჭვის სტაბილიზაციას ხელს უშლის და პროგნოზების გაკეთებას მნიშვნელოვნად ართულებს.

რაც შეეხება ბაზარზე ამჟამად არსებულ ვითარებას, ბარელი Brent-ის ფასი 106 დოლარის ფარგლებშია, რაც წლიურად 74%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამერიკული WTI-ის ფასი 95 დოლარს შეადგენს, ხოლო რუსული Urals-ის ღირებულება 118 დოლარს აჭარბებს.

IEA-ის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული კრიზისი მსოფლიოს 2022 წლის შემდეგ არ უნახავს, როდესაც მიწოდების დეფიციტის გაჩენის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს

"რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან" - ჯაფარიძე თურქეთში დააკავეს

BM.GE

სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდება

სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდება

BM.GE

საქართველოს უნივერსიტეტში დემოკრატიზაციისა და ავტოკრატიზაციის გლობალური ტენდენციები განიხილეს

საქართველოს უნივერსიტეტში დემოკრატიზაციისა და ავტოკრატიზაციის გლობალური ტენდენციები განიხილეს

BM.GE

სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათები შესაძლოა, შეიცვალოს - კაკაურიძის განმარტება

სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათები შესაძლოა, შეიცვალოს - კაკაურიძის განმარტება

BM.GE