მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა" - დავით მჟავანაძე
"როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა" - დავით მჟავანაძე

"როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა" - დავით მჟავანაძე

BM.GE31 მაისი, 2026, 01:59|bm.ge

საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მანიპულაციურია და ის რეალურად მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახება - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა და კორუფციის მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მთავრობისა და პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული პოზიტიური ნარატივებისა, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი რეალურად არ იზრდება, რაც ოფიციალური სტატისტიკის მიღმა არსებულ სურათზე მიუთითებს.

"რაც არ უნდა ბრიფინგები ატაროს ირაკლი კობახიძემ და "იმედმა" ქარდები დადოს, რომ ამხელა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და როგორ კარგად ცხოვრობენ ადამიანები, მაცივარს როდესაც გამოაღებენ და ის მაცივარი სანახევროდ ცარიელი იქნება, ან მინიმუმ ახალი პროდუქტი იქ ვეღარ მოთავსდება, იმიტომ რომ ამის საყიდელი ფული ამ ოჯახს არ ექნება, ყველა ხვდება, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი და მხარდამჭერიც, რომ ეს უბრალოდ მანიპულაცია და პროპაგანდაა და, რეალურად, ამ ქვეყანაში ადამიანები არ მდიდრდებიან", - ამბობს ის.

დავით მჟავანაძემ გადაცემაში დასაქმების მაჩვენებლები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სამუშაო ადგილები რეალურად მცირდება.

"ხელისუფლება და საქსტატის ხელმძღვანელი აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 29 000-ით შემცირდა სამთავრობო პროგრამის გაუქმების გამო, თუმცა მთლიანობაში დასაქმება გაიზარდა. ეს ტყუილია. რეალურად, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 37 000 ადამიანით არის შემცირებული. თუ აქედან 29 000 ფიქტიურად დასაქმებული იყო, გამოდის, რომ რეალური დასაქმება კიდევ 8 000 ადამიანით შემცირებულა. როგორ შეიძლება ეკონომიკა თითქმის 9%-ით იზრდებოდეს და სამუშაო ადგილები მცირდებოდეს?",- განაცხადა მჟავანაძემ.

მან ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის განცხადება სიღარიბის შემცირების შესახებ და აღნიშნა, რომ რეალური მიზეზი ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებაა.

"ბოლო 5 წლის განმავლობაში ემიგრაციაში 160 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა. სწორედ ამის ხარჯზე გაორმაგდა ფულადი გზავნილები და უცხოეთიდან გადმორიცხვებმა 4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ესეც ზრდის ეკონომიკას, თუმცა, როდესაც ხალხი ქვეყნიდან გარბის ოჯახების სარჩენად, ეს სოციალური კატასტროფაა და არა ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა," - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

მკვლევრის განმარტებით, დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა გარკვეულ სპეციფიკურ სექტორებზე მოდის, რომელთა სიკეთეებიც რიგით მოქალაქეებამდე არ აღწევს. კერძოდ, მან ნავთობის რეექსპორტი და მიგრანტების ეფექტი დაასახელა.

"ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო ნავთობის ექსპორტია - ბოლო თვეებში 400 მილიონი დოლარის ნავთობი გავიდა ექსპორტზე. თითქოს ეს ყულევის ქარხანაში გადამუშავდა, რეალურად, კარგად ვიცით, რომ საქმე გვაქვს რუსული მზა ნავთობის შემოტანასთან და პირდაპირ გატანასთან.

მნიშვნელოვანი ზრდაა IT მიმართულებითაც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში Nvidia-ს ინვესტიციები შემოვიდა ან ახალი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. საქართველოში დარჩა 100 000-მდე მიგრანტი რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, რომლებმაც აქ დაარეგისტრირეს კომპანიები. მათი მაღალი ხელფასები და ფინანსური ბრუნვა აისახება ჩვენს ეკონომიკაში, თუმცა საქართველოს მოქალაქეებზე ეს არ აისახება, რადგან ეს თანხები ძირითადად მათსავე ქვეყნებში გაედინება," - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მჟავანაძემ ყურადღება სიღარიბის ზღვრის განსაზღვრის კრიტერიუმებზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, თვეში 300 ლარზე მეტის მხარჯველი პირი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად აღარ ითვლება.

"ამას გვეუბნება მთავრობა და ის პარლამენტარები, მაგალითად შოთა ბერეკაშვილი, რომლის ხელფასიც თითქმის სამჯერ გაიზარდა და 13 000 ლარი გახდა, ხოლო დეკლარაციის მიხედვით, მან და მისმა მეუღლემ შარშან საყიდლებში 700 000 ლარი დახარჯეს. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია ხელისუფლების გათვლები რეალურ ცხოვრებას," - აღნიშნა დავით მჟავანაძემ "ანალიტიკასთან".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხალხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 80 სტატია.

  • ხალხის პასუხი პარტიებს, რომლის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებასაც მმართველი გუნდი საფუძვლიანად ითხოვს - მმართველი გუნდის პოზიცია 25 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ხალხის ნებას ვერანაირი რეპრესია, ჩაგვრა თუ პარტიების აკრძალვა წინ ვერ აღუდგება - გეგელიატვ პირველი
  • „არ დანებდეთ“ – რობერტა მეცოლას გზავნილი ქართველ ხალხს და პასუხი “იმედს”ნეტგაზეთი
  • ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვსფორმულა
ხალხის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE