
ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.
„პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს ჩვენს ერს უძღვება - ომს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის. მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა სიბიგამ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც რუსეთთან შეთანხმების მიღწევა შეუძლია. მისი თქმით, ზელენსკი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაგრძელებით „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნას“ ცდილობს.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge