მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როდის დასრულდება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები? - Jan De Nul მიმდინარე პროცესზე
როდის დასრულდება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები? - Jan De Nul მიმდინარე პროცესზე

როდის დასრულდება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები? - Jan De Nul მიმდინარე პროცესზე

BM.GE6 მაისი, 2026, 17:35|bm.ge

ანაკლიაში პორტის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობის შემსრულებელი კომპანია Jan De Nul N.V.-ის პროექტის დირექტორის განცხადებით, პორტის საზღვაო იფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი 2027 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამის შესახებ ერიკ ბესეტის კომენტარს ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მან ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

მისი თქმით, კომპანია გეგმურად მიჰყვება პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად. ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება,“ - აღნიშნა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა.

ერიკ ბეიტსის შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ Jan De Nul N.V.- ისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. მისი თქმით, ტალღმტეხის მთლიანი სიგრძე 1380 მეტრია, ის წლიურ ჭრილში 95 %-ით ნავსადგურის ღიაობას უზრუნველყოფს და დიდი გემების მიღება - მომსახურებას შეძლებს.

„რაც შეეხება დაღრმავების სამუშაოებს, ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღებაა დაგეგმილი, რაც კომპანია Jan De Nul N.V.- ისთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტია“, - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.

Jan De Nul N.V. ევროპული ე.წ. “დიდი ოთხეულში” შემავალი კომპანიაა, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი - არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზერუსთავი 2
  • პროტესტი მე-10 საჯარო სკოლასთან - მშობლები სასწავლო პროცესის დროულად აღდგენას ითხოვენტვ პირველი
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში პროდასავლური ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი დაიწყოფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE