მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ აფასებს HSBC საამიროების OPEC+-დან გასვლას?
როგორ აფასებს HSBC საამიროების OPEC+-დან გასვლას?

როგორ აფასებს HSBC საამიროების OPEC+-დან გასვლას?

BM.GE30 აპრილი, 2026, 02:24|bm.ge

გავლენიანმა ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების კარტელური ორგანიზაცია OPEC-ისა OPEC+-ის დატოვების შესახებ წინასწარი ანგარიში მოამზადა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2026 წლის მაისიდან დაგეგმილ ამ ნაბიჯს ნავთობის გლობალურ ბაზარზე მყისიერი გავლენა არ ექნება. როგორც დოკუმენტში წერია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტის ბლოკირება ნავთობის ექსპორტს ისედაც მნიშვნელოვნად ზღუდავს. შესაბამისად, ეფექტი მყისიერი ვერ იქნება. HSBC-ის პროგნოზით, საამიროების მიერ კვოტების გაუქმება მიწოდების მოცულობას მოკლევადიან პერიოდში მკვეთრად ვერ გაზრდის.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ამ მხრივ HSBC მოელის, რომ ქვეყნის გასვლამ შესაძლოა ალიანსის შიგნით დისციპლინა და ფასების მართვის მექანიზმები შეასუსტოს. ბრიტანული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საამიროების ნავთობკომპანია ADNOC-ს წარმოების დღიური მაჩვენებლის 4.5 მილიონ ბარელამდე გაზრდა უახლოეს ერთ წელიწადში შეუძლია. ეს იმ ფონზე, როცა OPEC+-ის კვოტით მას მხოლოდ 3.4 მილიონის გამოტანის უფლება ჰქონდა.

HSBC-ი მიიჩნევს, რომ დამატებითი მოცულობები ბაზარზე ეტაპობრივად, 12-18 თვის განმავლობაში გამოჩნდება. ეს პროცესი კი ბოლო პერიოდში შემცირებული გლობალური მარაგების აღდგენას ხელს შეუწყობს.

ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნახევარსაუკუნოვანი პარტნიორობის შემდგომ კარტელური გაერთიანების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გაასაჯაროვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE