
როგორ იქმნება საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS-ის საუკეთესო შეთავაზებები
5 ივლისი საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის, PLUS-ის, დაბადების დღეა - და ეს თარიღი უკვე დიდი ხანია კალენდარში უბრალო ციფრი აღარ არის. ყოველ წელს, როცა ივლისი ახლოვდება, ორი რამ ხდება ერთდროულად: მომხმარებლები იწყებენ PLUS ქულების დათვლას, პარტნიორი ბიზნესები კი - მომზადებას. და ეს გასაგებიცაა, რადგან 5 ივლისი დიდი ხანია ჩვეულებრივი სამუშაო დღე აღარ არის, ის დიდი შოპინგის დღეა.
ამ დღეს საქართველოს ბანკის ლოიალური მომხმარებლები 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში სასურველ ნივთს თუ მომსახურებას 50%-იანი ფასდაკლებით იძენენ. შეთავაზება მარტივია, თუმცა მასშტაბი- შთამბეჭდავი. წელს 120 000-მდე ადამიანმა PLUS ქულებით 200 000-ზე მეტი გადახდა განახორციელა, მომხმარებელმა კი ფასდაკლების სახით 32 მილიონ ლარის სარგებელი მიიღო.
თუმცა ეს მხოლოდ ერთი დღის ამბავი არ არის. PLUS-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა-სულ უფრო მეტი ადამიანი აგროვებს და ხარჯავს ქულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაბადების დღე კი ამ ჩართულობის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა: ის ერთ დღეში ათასობით გადაწყვეტილებად, გადახდად და დაზოგილ ლარად იქცევა.
როგორ იქმნება ეს შეთავაზებები და რა დგას მათ უკან? ამის გასაგებად საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის სექტორის უფროსს, სოფო კალანდაძეს, ვესაუბრეთ.
სოფო, მოგვიყევით, როგორ იქმნება საუკეთესო შეთავაზებები საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის?
საქართველოს ბანკში თითოეული შეთავაზების შექმნა მომხმარებლის საჭიროებების, ინტერესებისა და ყოველდღიური ქცევის ანალიზით იწყება. მიზანი, მარტივი ფასდაკლების მიღმა, თითოეულ მომხმარებლის ინტერესის მაქსიმალური დაკმაყოფილება და მისთვის ისეთი შეთავაზების მომზადებაა, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და ღირებულს გახდის.
ამისთვის ვეყრდნობით მონაცემებს: ვაანალიზებთ ქცევის ტენდენციებს, სხვადასხვა სეგმენტის ინტერესებს, სეზონურ მოთხოვნებსა და პარტნიორი ბიზნესების მიზნებს. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე იქმნება პერსონალიზებული კამპანიები, რომლებიც კონკრეტული აუდიტორიის საჭიროებებს პასუხობს და თითოეული მომხმარებლისთვის მაქსიმალურად რელევანტურია. პერსონალიზაციისა და რეკომენდაციის მექანიზმები კი უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელმა მისთვის საინტერესო შეთავაზება მარტივად და დროულად აღმოაჩინოს.
PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით ყოველი გადახდისას გროვდება, ყოველდღიურად განახლებადი შეთავაზებები კი ამ სარგებელს კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის. ჩვენი მიზანია, საქართველოს ბანკთან ყოველი კონტაქტი მომხმარებლისთვის დამატებით ღირებულებას ქმნიდეს.
რა კრიტერიუმებით ხდება შეთავაზებების სეგმენტირება სხვადასხვა მომხმარებლის ჯგუფისთვის? როგორ განისაზღვრება ქეშბექის ან ფასდაკლების აქციები?
საქართველოს ბანკში შეთავაზებები შაბლონური მიდგომით არ იქმნება. თითოეულ სეგმენტს ინდივიდუალურად ვუდგებით, ვიკვლევთ მომხმარებელთა საჭიროებებს, ქცევებსა და ინტერესებს, რათა შევქმნათ შეთავაზებები, რომლებიც მათთვის მართლაც ღირებული და რელევანტურია.
მუდმივად ვაკვირდებით, რომელი მიმართულებებით იზრდება მომხმარებელთა ინტერესი, როგორ იცვლება მათი ქცევა და სად შეგვიძლია დამატებითი ღირებულების შექმნა. ამასთანავე, ვითვალისწინებთ პარტნიორი კომპანიების მიზნებსაც, რათა თითოეული შეთავაზება ერთდროულად სასარგებლო იყოს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეთავაზებები არ იყოს ერთჯერადი და მოკლევადიანი. გვინდა, მომხმარებელს შევთავაზოთ მუდმივმოქმედი აქციები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურ სარგებელს ქმნის. სწორედ ამიტომ, კამპანიების დასრულების შემდეგ ვაანალიზებთ შედეგებს, ვისმენთ მომხმარებელთა უკუკავშირს და ამ ცოდნაზე დაყრდნობით მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს მიდგომებს.
რა პერიოდულობით ხდება შეთავაზებების განახლება?
საქართველოს ბანკში შეთავაზებები მუდმივად ახლდება, რადგან ჩვენი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს ყოველთვის დახვდეს სწორედ ის შეთავაზება, რომელიც მის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპს ემთხვევა და იმ მომენტში მისთვის ყველაზე აქტუალურია. ამისთვის ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს, ქეშბექსა და ქულების დაგროვების მარტივ საშუალებებს.
განსაკუთრებულ ადგილს სეზონური კამპანიები იკავებს. ზაფხულის პერიოდში აქცენტი მოგზაურობასა და დასვენებაზე გადადის, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი განათლებასა და შოპინგზე. სადღესასწაულო პერიოდებში, მაგალითად ახალი წლის, გაზაფხულის დღესასწაულებისა და აღდგომის სეზონზე, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები ხვდებათ, რომლებიც სწორედ ამ დღეების განწყობასა და საჭიროებებს პასუხობს.
ამასთანავე, ვზრუნავთ, რომ ქულების დაგროვება მომხმარებლისთვის რაც შეიძლება მარტივი იყოს. ამ მიზნით მობილბანკში ყოველთვიური გასააქტიურებელი შეთავაზებები გვაქვს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს სპეციალური, მათზე მორგებული განსაკუთრებული პირობები აქვთ, ხოლო მნიშვნელოვან თარიღებზე, მათ შორის Black Friday-ზე, მომხმარებელს კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ.
როგორ ხდება შეთავაზებების ეფექტურობის გაზომვა და შეფასება?
შეთავაზების შექმნა პროცესის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია მისი შეფასება, რადგან მხოლოდ შედეგების გააზრებით შეიძლება მომავალი კამპანიები კიდევ უფრო ზუსტი და ეფექტური გახდეს.
ყოველი კამპანიის დასრულების შემდეგ დეტალურად ვაანალიზებთ შედეგებს: რამდენად მივაღწიეთ დასახულ მიზანს, რა ღირებულება შევქმენით მომხმარებლისთვის და რამდენად შეუწყო ხელი კამპანიამ პარტნიორი ბიზნესის ზრდას. ვაკვირდებით მომხმარებელთა ჩართულობას, შეთავაზების გამოყენების სიხშირეს, ტრანზაქციების რაოდენობასა და მოცულობას, ახალი მომხმარებლების აქტივაციასა და ქცევის ცვლილებებს, ყველა იმ მაჩვენებელს, რომელიც სრული სურათის დანახვაში გვეხმარება.
დიდ ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებელთა უკუკავშირს. მათი გამოცდილება, მოლოდინები და ინტერესები ხშირად ყველაზე პირდაპირ პასუხს იძლევა კითხვაზე - რა მუშაობს და სად არის გაუმჯობესების სივრცე.
სწორედ ეს მუდმივი შეფასებისა და სწავლის ციკლია იმის საფუძველი, რომ საქართველოს ბანკის შეთავაზებები დროთა განმავლობაში მუდმივად ვითარდება და მომხმარებლისთვის სულ უფრო მეტ რეალურ ღირებულებას ქმნის. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მოხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნას.
BM.GE
წყარო: bm.ge