მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?
წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE13 სექტემბერი, 2026, 20:49|bm.ge

„გოგლას მეღვინეობა“ წელს დაახლოებით 100 ტონა ყურძნის მიღებას და წარმოების გაორმაგებას ელოდება. როგორც მეღვინეობის დამფუძნებელმა ნინო თუთბერიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი” განაცხადა, წელს კომპანიას შარშანდელთან შედარებით მეტი მოსავალი აქვს, თუმცა წარმოების ზრდა მნიშვნელოვანი ხარჯებისა და შრომის გაწევას მოითხოვს.

„მხოლოდ ქისი, წელს ყველაზე ბევრი, სადღაც 15 ტონამდე მივიღეთ და, მგონი, საერთო ჯამში 100 000 ბოთლამდე ავალთ. შარშან ამდენი არ გვქონდა. წარმადობა გაორმაგებულია. უბრალოდ ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და ზარალიც არის“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, კომპანიის ასორტიმენტს წელს რამდენიმე ახალი ქართული ჯიში ემატება, მათ შორის ვარდისფერი რქაწითელი, ცვივანა, ცოლიკაური, ოჯალეში, ალექსანდროული და მუჯურეთული. პარალელურად, „გოგლას მეღვინეობა“ სოვინიონ ბლანისა და კაბერნეს წარმოებასაც აგრძელებს, რომელთა მოსავალიც წელს დაახლოებით 10 ტონამდე იქნება.

კომპანიისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ექსპორტის გაფართოება რჩება. თუთბერიძის ინფორმაციით, „გოგლას მეღვინეობა“ ნიდერლანდებში საწყობის შექმნის პროცესშია და ევროპულ ბაზრებზე დისტრიბუციის აწყობას სწორედ იქიდან გეგმავს.

„გადავწყვიტეთ ჰოლანდიაში საწყობის დაარსება. გავდივართ ბოლოში და ალბათ დისტრიბუციას იქიდან ავაწყობთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ მარტო ლოკალურ ბაზარზე ძალიან რთულია თავის გატანა“, - ამბობს მეღვინეობის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე კომპანია ღვინოს როგორც ქსელურ მარკეტებში, ისე HoReCa სექტორში - ღვინის ბარებში, კაფეებსა და რესტორნებში ყიდის, თუმცა რეალიზაცია რთულია და კონკურენციაც მაღალია.

ამ ფონზე კომპანია წელს მიღებული ყურძნის ნაწილის სხვა ღვინის კომპანიებზე გაყიდვასაც განიხილავს. როგორც თუთბერიძე განმარტავს, არსებული მოსავლის სრულად ღვინოდ გადამუშავება ამ ეტაპზე კომერციულად მიზანშეწონილი არ იქნება: „სითხედ ამდენი ჯიშის ყურძენი რომ ჩამოვასხათ, ფიზიკურად ვერ მოვახდენთ რეალიზაციას და არც არის ამხელა შეკვეთის მოთხოვნა საქართველოს ბაზარზე“, - აღნიშნა მან.

ბრენდი „GOGLA’s” ბაზარზე 2021 წლის ბოლოს გამოჩნდა და მას შემდეგ იზრდება, აწარმოებს ექვსი სახის პრემიუმ კლასის ღვინოს, მათ შორისაა, წარაფი, ხიხვი, ქისი, ქინძმარაული, საფერავი და სოვინიონ ბლანი (ფრანგული ჯიში). ღვინო მზადდება, როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული, კახური მეთოდით ქვევრში, ვენახები კი მეღვინეობა-მევენახეობით სახელგანთქმულ რეგიონში, კახეთში, კერძოდ, კარდენახის მიკროზონაშია გაშენებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE

"91“ გერმანიის ბაზარზე მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება - მეღვინეობის გეგმები

"91“ გერმანიის ბაზარზე მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება - მეღვინეობის გეგმები

BM.GE

„რეფორმამ“ კრიპტომილიარდერისგან £72 მილიონი მიიღო - უმსხვილესი დონაცია ბრიტანეთის პოლიტიკაში

„რეფორმამ“ კრიპტომილიარდერისგან £72 მილიონი მიიღო - უმსხვილესი დონაცია ბრიტანეთის პოლიტიკაში

BM.GE