
როგორ იწარმოება ქართული ქაღალდი? - თიბისი ლიზინგი „გრინ ფეიფერის“ მხარდამჭერია
თიბისი ლიზინგი ქაღალდის მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიის „გრინ ფეიფერის“ საიმედო პარტნიორია და წლებია, რაც საქმიანობისთვის აუცილებელ აქტივებს უფინანსებს. საწარმოს მიზანია შექმნას სტაბილური და ხარისხიანი პროდუქცია, შეამციროს ქაღალდის ნარჩენები და ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას. „გრინ ფეიფერში“ დანერგილი პროცესები უზრუნველყოფს ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის მიწოდებამდე ყველა ეტაპის თანმიმდევრულ მართვასა და კონტროლს.
საწარმოო ციკლი შემდეგი სახისაა: კომპანია პირველ რიგში იღებს შესაბამისი კატეგორიის მეორად ქაღალდს და ამზადებს მას შემდგომი გადამუშავებისთვის, ახარისხებს, გადამუშავებული ნედლეულის გამოყენებით აწარმოებს ქაღალდს თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესისა და ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, რომ წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მოწმდება ნედლეულის, ტექნოლოგიური პროცესისა და მზა პროდუქციის ძირითადი პარამეტრები — მათ შორის Mütek™️ by BTG ლაბორატორიაში.
„გვეამაყება, რომ ვართ პირველი ქართული საწარმო, რომელიც ქაღალდისა და ბოჭკოვანი მასალის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ხარისხის მიხედვით საერთაშორისო დონის პროდუქტს ვაწარმოებთ. ვთვლით, რომ რესურსების გონივრული გამოყენება მდგრადი განვითარების საფუძველია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს. სწორედ ამიტომ, „გრინ ფეიფერი“ ამცირებს პირველადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების საჭიროებას და ზრდის მასალების გამოყენების ეფექტიანობას. იქმნება მდგრადი ღირებულება გარემოსთვის, საზოგადოებისა და ეკონომიკისთვის — ინოვაციით, ხარისხითა და პასუხისმგებლობით.“ – ეკატერინე ტოგონიძე, „გრინ ფეიფერის“ ბიზნესპროცესების განვითარების მენეჯერი.
თიბისი ლიზინგმა „გრინ ფეიგერს“ სრული საწარმოო ხაზი დაუფინანსა, მათ შორის მზის პანელები, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს შეამცირონ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება და გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინონ. როგორც „გრინ ფეიფერში“ აცხადებენ, მათი მიზანი ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, რეგიონში კიდევ უფრო გაზრდა და განვითარებაა.
BM.GE
წყარო: bm.ge