მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება
როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

როგორ შეეძლებათ მსურველებს დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება? - მინისტრის მოადგილის განმარტება

BM.GE27 მაისი, 2026, 17:37|bm.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე ამბობს, რომ დიპლომატიის აკადემიაში ჩაბარება სტანდარტულად, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. მან ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

საქმე ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიპლომატიის აკადემიის შექმნა იგეგმება. პარლამენტში დიპლომატიის აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. შესაბამისი ცვლილება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.

ხათუნა თოთლაძემ აკადემიაში ჩაბარების და დაფინანსების წესი განმარტა. მისი ინფორმაციით, სტანდარტულად, საბაკალავრო სწავლება 3 წლიანი იქნება, ხოლო სამაგისტრო 1+1.

"არ იქნება რაიმე განსხვავებული წესი. ჩვეულებრივ, ყველა სტუდენტი, რომელსაც ექნება სურვილი, ჩააბაროს დიპლომატიის აკადემიაში, ჩააბარებს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე. სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე დაფინანსებაც ასევე უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის დებულებები გავრცელდება სტანდარტულად და ბიუჯეტზე მუშაობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასტიპენდიო რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიცეს წარჩინებული სტუდენტისთვის და ეს არ იქნება სწავლის დაფინანსების ფორმა. დაფინანსება მოხდება სტანდარტულად, როგორც უმაღლეს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი ინფორმაციით, აკადემიას ორი საბაკალავრო მიმართულება ექნება: პოლიტიკის მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები. ხოლო მაგისტრატურაზე სპეციალიზაცია იქნება: პოლიტიკის მეცნიერებები, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები.

ამასთან, აკადემიას ექნება კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი, სადაც არა ეროვნული გამოცდების, არამედ კონკურსის საფუძველზე იქნება შესაძლებელი სწავლა. კურსი ჩატარდება დიპლომატიურ სამსახურში სამუშაოს მაძიებელთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 183 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE