მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?
როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 21:45|bm.ge

მიმდინარე კვირას ნავთობის გლობალური ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა ერთთვიან პერიოდში Brent-თან მიმართებით მაინც 20%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელიც ამჟამად 105 დოლარად ივაჭრება, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ამერიკულ WTI-ს, ის 92 დოლარი ღირს, რაც 62%-იან ზრდას წარმოადგენს; ხოლო რუსული Urals-ის ფასი მიმდინარე წელს 125%-ითაა გაზრდილი და ის ამჟამად 113 დოლარს აღწევს.

როგორც წესი, რუსული ნავთობის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე Brent-ის, თუმცა ამჟამად რუსეთში საწარმოო კრიზისია, რის გამოც ნავთობი იქ დეფიციტურია და მისი ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულება გაზრდილია.

ნავთობის პარალელურად, გაძვირებულია ბუნებრივი აირიც, რომლის ღირებულებამ ერთ კვირაში 11%-ით დაიკლო და მეგავატ/საათზე 71 ევრო შეადგინა, თუმცა წელს ის მაინც 152%-ით არის გაძვირებული.

ენერგეტიკული რესურსების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების დაბრუნებას და ჰორმუზის სრუტის შეფერხებას უკავშირდება, რაც ბაზარზე მიწოდების შეფერხებას იწვევს. ვითარებას განსაკუთრებით ის მოცემულობა ამძიმებს, რომ აშშ-ირანის მთავრობების პოზიცია აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს კონფლიქტი რეგიონში მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

ჩემი სასამართლო პროცესები დაიხურა... ეს არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი|ღარიბაშვილი

BM.GE