
როგორი ეკონომიკური კავშირები გვაქვს კანადასთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის დელეგაცია ჩავიდა
პარლამენტის ვიცე სპიკერი, ნინო წილოსანი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრები გამართა, მათ შორის კანადის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ლიან რუდს და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, ასევე რა საქონელი გადის ექსპორტზე და რა პროდუქცია შემოდის ქვეყანაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო ბრუნვამ თუ 54.28 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წელს ეს მაჩვენებელი 86.25 მლნ დოლარს აღწევდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ზრდამ 59%-მდე მიაღწია.
რას ვყიდით კანადაში?
საქართველოს ექსპორტის ძირითადი პოზიციები კანადის მიმართულებით მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიულ და აგროპროდუქტს. მიმდინარე წლის ოთხ თვეში, ყველაზე დიდი მოცულობით ექსპორტზე ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ღირებულებაც 6.6 მილიონ დოლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი წილი უკავია ყურძნის ნატურალურ ღვინოებს - 409 ათასი დოლარის ოდენობით.
ექსპორტის სტრუქტურაში შედის მინერალური და მტკნარი წყლებიც, რომელთა მოცულობა 196 ათას დოლარს აღწევს, ხოლო დამტკბარი მინერალური და გაზიანი წყლები 75 ათას დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, კანადის ბაზარზე გადის ფანერა და დაფანერებული პანელები - 65 ათასი დოლარის ღირებულებით.
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 48 ათას დოლარს აღწევს, ხოლო მზა ან დაკონსერვებული თევზის მოცულობა 26.7 ათას დოლარს შეადგენს. ასევე მცირე, თუმცა სტაბილური წილით წარმოდგენილია მინის ჭურჭელი - 26.6 ათასი დოლარი, ყველი და ხაჭო - 18 ათასი დოლარი და დამუშავებული ან დაკონსერვებული მცენარეული პროდუქტები - 13 ათასი დოლარი.
რას ვყიდულობთ კანადიდან?