მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი ფინანსური შედეგები აქვს Microsoft-ს?
როგორი ფინანსური შედეგები აქვს Microsoft-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს Microsoft-ს?

BM.GE1 მაისი, 2026, 05:00|bm.ge

ინვესტორებისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, წინა კვარტალში Microsoft-ის შემოსავალმა $82.9 მილიარდი შეადგინა, რაც უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $81.4 მილიარდს აღემატება. თითო აქციაზე მოგება $4.27-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ბაზარი $4.06-ს ელოდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $25.8 მილიარდიანი წმინდა მოგება მიიღო, ამჯერად ამ მაჩვენებელმა $31.8 მილიარდს მიაღწია.

კომპანიის ზრდის მთავარი მამოძრავებელი Cloud-სერვისები და ხელოვნური ინტელექტის მიმართულება აღმოჩნდა. Azure-ისა და სხვა ღრუბლოვანი სერვისების შემოსავალი 40%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს აჭარბებს. პარალელურად, Microsoft 365 Copilot-ის ფასიანი მომხმარებლების რაოდენობამ 20 მილიონს მიაღწია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა $37 მილიარდი შეადგინა.

მიუხედავად დადებითი მაჩვენებლებისა, Microsoft-ის სამომავლო ფინანსური პროგნოზები ანალიტიკოსების მოლოდინს ჩამორჩა. მომავალ კვარტალში კომპანია $86.7-დან $87.8 მილიარდამდე შემოსავალს ელოდება. ამასთან, 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯების მოცულობა $190 მილიარდამდე გაიზრდება. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება კომპონენტების გაძვირებითა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE