მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი იქნება Samsung-ის ახალი XR სათვალე?
როგორი იქნება Samsung-ის ახალი XR სათვალე?

როგორი იქნება Samsung-ის ახალი XR სათვალე?

BM.GE19 მაისი, 2026, 04:44|bm.ge

Samsung-ი წლის მეორე სპეციალურ ღონისძიებაზე ახალ ჭკვიან სათვალეებს ლონდონში წარადგენს. სამხრეთკორეული მედიის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, დასახელებული მოდელის ოფიციალური დებიუტი 22 ივლისს შედგება. ახალი პროდუქტი ბაზარზე სხვა მოწყობილობებთან, მათ შორის Galaxy Z Fold 8 და Galaxy Z Flip 8 სმარტფონებთან ერთად გამოჩნდება. კომპანიის წარმომადგენლებს სათვალეების ოფიციალურ ღირებულებასა და გაყიდვების პირველად ბაზრებზე ჯერ არაფერი უთქვამთ. ექსპერტების ვარაუდით, პროდუქტის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი მოწყობილობის საოპერაციო სისტემა Android XR-ი იქნება. ეს პლატფორმა Google-ისა და Samsung-ის მიერ ერთობლივად შეიქმნა და ის გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებისთვის გამოიყენება. ახალი სისტემა Google-ის მთავარ ხელოვნურ ინტელექტს, Gemini AI პლატფორმას მჭიდროდ დაუკავშირდება. აღსანიშნი ფაქტია, რომ სათვალეების დიზაინზე ცნობილმა ბრენდმა Gentle Monster-მა იმუშავა.

პროდუქტი მაღალი გარჩევადობის კამერით, დინამიკებითა და მიკროფონებით იქნება აღჭურვილი. ჩაშენებული კამერა ვიდეოს მომხმარებლის ხედვის არეალის მიხედვით გადაიღებს. ჩაწერილი მასალის ანალიზს ხელოვნური ინტელექტი განახორციელებს და ის ადამიანს საჭირო ინფორმაციას ხმოვანი სიგნალით მიაწვდის. სათვალეებს ფოტოების გადაღება, შეტყობინებების გაგზავნა და უცხო ენების რეალურ დროში თარგმნა დამოუკიდებლად შეეძლება.

ამასთან, მწარმოებელი ახალი სათვალეების სხვა ჭკვიან მოწყობილობებთან და SmartThings სისტემის საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან დაკავშირებას გეგმავს. მომხმარებელი ახალი მოწყობილობის საშუალებით ღუმელის დისტანციურად ჩართვას ან ტანსაცმლის საშრობი აპარატის მართვას შეძლებს. კომპანია ახალი ტექნოლოგიის ინტეგრირებას Hyundai-ის, Kia-სა და Genesis-ის ავტომობილების Car-to-Home სერვისშიც გეგმავს. დასახელებული სისტემა მძღოლებს ავტომობილის მართვის პანელიდან სახლში განათებისა და კონდიცირების სისტემების რეგულირების საშუალებას აძლევს. სათვალეების ამ სერვისთან მიერთების შემდეგ მომხმარებელი სახლის ჭკვიან ფუნქციებს უშუალოდ სათვალეების მეშვეობით გააკონტროლებს.

ცნობისთვის, ჭკვიანი სათვალეების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ მისი მოცულობა 2025 წლის მაჩვენებლიდან, $2.5 მილიარდიდან 2033 წლისთვის $14.4 მილიარდამდე გაიზრდება. აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ სექტორში საკუთარ მოდელებს მომხმარებლებს Meta, Amazon და სექტორის სხვა წამყვანი კომპანიები გვთავაზობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE