მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორი კვარტალური შედეგი აქვს ამერიკულ ენერგოგიგანტ Exxon Mobil-ს?
როგორი კვარტალური შედეგი აქვს ამერიკულ ენერგოგიგანტ Exxon Mobil-ს?

როგორი კვარტალური შედეგი აქვს ამერიკულ ენერგოგიგანტ Exxon Mobil-ს?

BM.GE1 მაისი, 2026, 21:09|bm.ge

ამერიკულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა Exxon Mobil-მა პირველი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალმა $85.14 მილიარდი შეადგინა და ანალიტიკოსების $82.18-მილიარდიან მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $1.16 შეადგინა, რაც ასევე საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია.

საყურადღებოა, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაციის წმინდა მოგება $7.7 მილიარდს, ანუ აქციაზე $1.76-ს აღწევდა, ამჯერად მაჩვენებელი 45%-ით შემცირდა და $4.2 მილიარდი, აქციაზე $1.00 შეადგინა.

როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების ვარდნა ირანში მიმდინარე ომით გამოწვეულმა მიწოდების შეფერხებამ და არახელსაყრელმა ფინანსურმა ჰეჯირებამ განაპირობა. Exxon Mobil-მა ამ ტრანზაქციების გამო, ე.წ. "დროის ეფექტის" გათვალისწინებით, დაახლოებით $4 მილიარდი დაკარგა, რადგან ჰეჯირებული პროდუქციის მიწოდება საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ეფექტი დროებითია და მომდევნო რამდენიმე კვარტალში, ტვირთის საბოლოო ჩაბარების შემდეგ, ის მოგებად იქცევა. აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ დახურულ ჰეჯირებაზე დამატებით $700-მილიონიანი ზარალი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამოც მიიღო.

რაც შეეხება გადასამუშავებელ სეგმენტს, მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო ამ მიმართულებამ $1.26-მილიარდიანი ზარალი აჩვენა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თუ არ გავითვალისწინებთ ჰეჯირების ეფექტს, სექტორის მოგება გასული წლის $856 მილიონიდან $2.8 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 200%-ზე მეტ ზრდას ნიშნავს.

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Exxon Mobil-ის აქციების ფასი $1-ით (+0.65%) გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE