მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს
როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

BM.GE27 აგვისტო, 2026, 01:15|bm.ge

ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CRRC თბილისის მეტროსთვის 111 ერთეულ ახალ თანამედროვე ვაგონს აწყობს. თბილისის მერიამ დღეს ახალი ვაგონების ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ასახულია მოძრავი შემადგენლობის კონფიგურაცია და მისი შიდა ინტერიერი.

"მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა. მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს,"- წერს თბილისის მერია.

მეტროს ვაგონების შეძენა 150 მილიონი დოლარი ჯდება, საიდანაც 125 მილიონი დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) კრედიტით ფინანსდება.

პროექტის ფარგლებში ტენდერი 2025 წელს იყო გამოცხადებული და მასში კომპანია "ჯი-თი ჯგუფმა" გაიმარჯვა, რომელიც თბილისის მერიას ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CRRC-ის წარმოებულ ვაგონებს მიაწვდის.

ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული 4-ვაგონიანი, 11 ერთეული კი 5-ვაგონიანი იქნება.

CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას აქვს გამოცდილება მეტროს ვაგონების მიწოდების არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის (ბეიჯინგი, შანჰაი, ჰონკონგი და სხვა), არამედ თურქეთისთვის (ანკარა და იზმირი), არგენტინისთვის (ბუენოს აირესი), ფილიპინებისთვის (მანილა) და შეერთებული შტატებისთვის, სადაც ბოსტონში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში CRRC-ის ვაგონები მოძრაობენ.

კონტრაქტის გაფორმებისას ითვა, რომ თბილისში პირველი ვაგონები 2026 წლის ბოლომდე შემოვიდოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადააიმედი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ერთვებიან

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ერთვებიან

BM.GE

Meta ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეზე $16.7-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

Meta ფსიქიკური ჯანმრთელობის საქმეზე $16.7-მილიარდიან ჯარიმას გადაიხდის

BM.GE

27 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

27 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

AI-ბაზრის მოცულობა $30 ტრილიონს აღემატება - Anthropic

AI-ბაზრის მოცულობა $30 ტრილიონს აღემატება - Anthropic

BM.GE