მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შემოწმების შედეგები? - ღვინის ეროვნული სააგენტო
როგორია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შემოწმების შედეგები? - ღვინის ეროვნული სააგენტო

როგორია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შემოწმების შედეგები? - ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE6 ივლისი, 2026, 17:24|bm.ge

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხარისხის კონტროლი ღვინის 86 კომპანიაში განხორციელდა - ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს."მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, 24 კომპანიაში განხორციელდა 61 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 177 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 8 ნიმუშში.ერთ კომპანიაში განხორციელდა 4 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. 4 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ ნიმუშში აღმოჩნდა.შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 23 ობიექტი, 16 კომპანიის 34 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 10 კომპანიის 14 ნიმუშში.გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 45 კომპანიაში, აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში.ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 68 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წარდგენილი იყო 3301 ნიმუში, საიდანაც ტესტირება ვერ გაიარა 121-მა, დადებითად შეფასდა 3180", - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ირაკლი ლექვინაძე: 2025 წლის ანგარიშში შეფასებულია სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენცია და ასახულია მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვანი შედეგებიიმედი
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE