მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია სპორტულ ბრენდ On-ის II კვარტალის შედეგები?
როგორია სპორტულ ბრენდ On-ის II კვარტალის შედეგები?

როგორია სპორტულ ბრენდ On-ის II კვარტალის შედეგები?

BM.GE15 აგვისტო, 2026, 17:03|bm.ge

On Holding-ის აქციები აშშ-ის ბირჟაზე 22%-ით დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპორტული ბრენდის II კვარტალის წმინდა გაყიდვების მაჩვენებელი 11 აგვისტოს, პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდა.

Reuters წერს, რომ ბრენდის გაყიდვების შენელება მისთვის უმნიშვნელოვანეს ამერიკის ბაზარზე ზრდის შენელებამ განაპირობა. მიზეზი აშშ-ის ტარიფებით გამოწვეული გაზრდილი ხარჯები და მომხმარებელთა სიფრთხილეა, რაც მოთხოვნაზე უარყოფითად აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ როჯერ ფედერერის მიერ მხარდაჭერილი კომპანია Nike-სა და Adidas-ს ბაზრის წილს იკავებს, ის რთული მაკროეკონომიკური გარემოს წნეხს განიცდის აშშ-ში ზრდის შენელება კი ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის უნარს, სწრაფად გაფართოვდეს იმ მკვეთრი ფასდაკლებების გარეშე, რამაც მისი ბევრი კონკურენტი დააზარალა.

ციურიხში ბაზირებული On-ის გაყიდვების ზრდა ამერიკის რეგიონში, რომელზეც კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი მოდის, II კვარტალში წინა კვარტალში დაფიქსირებული 17%-დან 13%-მდე შემცირდა. ამის საპირისპიროდ, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში გაყიდვები 54.7%-ით გაიზარდა.

კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, გაყიდვების მოცულობის გაზრდის სანაცვლოდ ისინი სრული ფასით გაყიდვის სტრატეგიაზე უარს არ იტყვიან.

„ჩვენ არ ვუყურებთ მოკლევადიან მაჩვენებლებს. ჩვენ გააზრებულად ვქმნით პრემიუმ ბრენდის მრავალწლიან ღირებულებას“, — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ალემანმა (David Allemann) ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შემდგომ კონფერენციაზე.

მთლიანობაში, 2010 წელს დაარსებულმა კომპანიამ, რომელიც თავისი სპორტული ფეხსაცმლის გამორჩეული ძირებით არის ცნობილი, II კვარტალში 850.3 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ($1.05 მილიარდი) ოდენობის გაყიდვები დააფიქსირა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 878.16 მილიონ ფრანკს.

აღსანიშნია ისიც რომ II კვარტალის ბოლოსთვის, კომპანიას ერთ აქციაზე 0.35 ფრანკის ოდენობის კორექტირებული მოგება ჰქონდა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს (0.34 ფრანკი თითო აქციაზე) მცირედით გადააჭარბა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" საწარმოს დაარტყეს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" საწარმოს დაარტყეს

BM.GE

აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის გატანის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის გატანის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის - ილჰამ ალიევი

BM.GE

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

BM.GE

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას - დავით სონღულაშვილი

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას - დავით სონღულაშვილი

BM.GE