მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის გატანის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის გატანის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანიდან ევროპაში ელექტროენერგიის გატანის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის - ილჰამ ალიევი

BM.GE15 აგვისტო, 2026, 18:26|bm.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროპისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გეგმაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დენის ევროპაში ექსპორტისთვის ერთადერთი გზა საქართველოსა და თურქეთზე გადის. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში ვიზიტისას, აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარდა, არ არის სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების ასეთი მოცულობებითაა უზრუნველყოფილი, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებით, ჩვენ ევროპულ ბაზარზეც გავალთ. ვინაიდან ამჟამად ევროპულ ბაზარზე საკუთარი ნავთობითა და გაზით უკვე გავედით, გვსურს ევროპაში ელექტროენერგიითაც შევიდეთ.

დღეს ერთადერთი მარშრუტი საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპაა. ჩვენ ეს მარშრუტი უნდა გავაფართოოთ“, - განაცხადა ალიევმა.

მან შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მზაობის შესახებ აღნიშნა და განაცხადა, რომ გარდა ამისა მეორე ხაზიც იქნება, რაც ექსპორტის რესურსს გაზრდის.

„ალბათ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში, COP29-ის მიმდინარეობისას, ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას კასპიის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ. ანუ ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.

აზერბაიჯანი თავს წარმოაჩენს ქვეყნად, რომელიც აწარმოებს, იღებს, ატარებს და ექსპორტზე გააქვს ელექტროენერგია. ანუ ასეთია ჩვენი სტრატეგიული ხედვები და გეგმები. ვიმეორებ, ეს გეგმები ჩვენ გარშემო არსებული ქვეყნების ინტერესებს პასუხობს. უბრალოდ, საკოორდინაციო სამუშაოები სწორად და სათანადო დონეზე უნდა წარიმართოს, ხოლო მოლაპარაკებები უნდა დაჩქარდეს. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც თურქეთთან, ასევე ირანთან. ჯერ ნაადრევია რამის თქმა. რაც შეეხება სომხეთს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: რაც უფრო სწრაფად შეიქმნება მის ტერიტორიაზე ენერგეტიკული დერეფანი, მით უკეთესი იქნება TRIPP-ისთვის და მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ელექტროენერგიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • მედია: ცეტრალური აზიის ქვეყნებში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვაა. დენი ნაწილობრივ არ მიეწოდებათ ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და უზბეკეთსიმედი
  • "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებარუსთავი 2
  • კობახიძე ელექტროენერგიის გათიშვაზე: მიუხედავად უამრავი გამოწვევევისა, სისტემა არის მდგრადიფორმულა
  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
ელექტროენერგიის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

აფხაზეთში საწვავის გაძვირებას ალტერნატიული არხებით შეძენილი საწვავის მაღალი ფასი განაპირობებს - დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი

აფხაზეთში საწვავის გაძვირებას ალტერნატიული არხებით შეძენილი საწვავის მაღალი ფასი განაპირობებს - დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი

BM.GE

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" საწარმოს დაარტყეს

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის სამარის ოლქში, "როსკოსმოსის" საწარმოს დაარტყეს

BM.GE

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ლაშა ლეჟავა უხელმძღვანელებს

BM.GE

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას - დავით სონღულაშვილი

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას - დავით სონღულაშვილი

BM.GE