მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?
როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

როგორია უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგი?

BM.GE2 ივნისი, 2026, 04:42|bm.ge

იაპონიის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ტექნოლოგიურ საოცრებებთან, უბადლო ხარისხსა და მრეწველობის სტანდარტებთან ასოცირდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი "ეკონომიკური სასწაულიდან" მოყოლებული, ქვეყანამ შეძლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მყარი და გავლენიანი ფინანსური სისტემის აშენებაც.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იაპონიას ისეთი სერიოზული გამოწვევების გადალახვა უწევს, როგორიცაა მოსახლეობის დაბერება, დემოგრაფიული კრიზისი, დეფლაციასთან ხანგრძლივი ბრძოლა და იენის კურსის მერყეობა, ქვეყანა მაინც მყარად ინარჩუნებს პოზიციას მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის.

დღეს იაპონიის ეკონომიკა უმნიშვნელოვანეს გარდამავალ ფაზაშია. ტრადიციული მოდელი, რომელიც დიდწილად მძიმე მრეწველობას, ავტოწარმოებასა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკას ეყრდნობოდა, სულ უფრო მეტად უთმობს ადგილს ციფრულ ეკოსისტემებს, ხელოვნურ ინტელექტს, ნახევარგამტარების წარმოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების.

სწორედ ეს სტრუქტურული ძვრები აისახება იაპონიის ყველაზე ძვირად ღირებული კორპორაციების რეიტინგში. ისტორიული გიგანტების გვერდით, რომლებიც ათწლეულებია ქვეყნის ეკონომიკურ ფუნდამენტს წარმოადგენენ, დღეს წინა პლანზე მაღალტექნოლოგიური და საინვესტიციო ჰოლდინგები გამოდიან, რომლებმაც უკვე Toyota-ს გადასწრებაც შეძლეს.

ამჯერად წარმოგიდგენთ უმსხვილესი იაპონური კომპანიების რეიტინგს:

1) SoftBank Group $305 მლრდ

2) KIOXIA Holdings $248 მლრდ

3) Toyota$247 მლრდ

4) Mitsubishi UFJ Financial $211 მლრდ

5) Fast Retailing$155 მლრდ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE