მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები|გვანცა გრიგალაშვილი ტენდენციაზე
რომელი სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები|გვანცა გრიგალაშვილი ტენდენციაზე

რომელი სექტორებით ინტერესდებიან პოლონელი ინვესტორები|გვანცა გრიგალაშვილი ტენდენციაზე

BM.GE4 ივლისი, 2026, 20:01|bm.ge

პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, გვანცა გრიგალაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლონელებს მეტწილად სამი სექტორი აინტერესებთ, ესენია: მსხვილი ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტები, მათ შორის საპროექტო მიმართულება, საინჟინრო, ტექნოლოგიური. ასევე, ენერგეტიკა და აგროსექტორი.

როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში გვანცა გრიგალაშვილმა განაცხადა, პოლონელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაჩნდა განახლებადი ენერგიის მიმართულებით და ამ კუთხით უკვე გამოჩნდა პოლონური ინვესტიციებიც.

"Mosty ჰქვია ამ კომპანიას. მათ მზის პანელები დაამონტაჟეს საქართველოში. ისინი ამჯერად ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავენ. ინვესტიციას და ადგილმდებარეობას ვერ გეტყვით ჯერჯერობით, მაგრამ ვიცით, რომ 10 მეგავატამდე ჰესზეა საუბარი.

ასევე, აგროსექტორში იყო დაინტერესება, შემოვიდა პოლონური კომპანია „ვერდე პოლონია“, რომელიც სასათბურე მეურნეობების მშენებლობითაა დაინტერესებული. ისინი ასევე გეგმავენ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, მათ შორის სასუქების წარმოების”, - აღნიშნა გვანცა გრიგალაშვილმა.

კითხვაზე, რა არის პოლონური ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გვანცა გრიგალაშვილი საიმედო, ხელსაყრელ და უსაფრთხო გარემოს ასახელებს.

“კომპანიებს, რომლებიც მოგვმართავენ ბაზრის კვლევისთვის, სხვადასხვა რეგულაციების შესახებ და იურიდიული მიმართულებით, ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით იმაზე, თუ რა პირობებია, მათ შორის შეღავათებია საგადასახადო მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება, ბიზნესის დაწყების პროცესი მარტივია.

თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა მათ უთქვამთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშაა დამოუკიდებელი სასამართლოს კუთხით პრობლემები. თითქოს სრული დაცულობის შეგრძნება ბოლომდე არ აქვთ. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენიმეს სმენია, რომ მთლად დამოუკიდებელი არაა სასამართლო.

სხვა ისეთი არაფერი არ არის ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში პირიქით საქართველო მოსწონთ. ყველა იმას აღნიშნავს, რომ ქართველებთან ადვილია ურთიერთობა", - დასძინა გვანცა გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პოლონეთიდან გასულ წელს შემოსული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 12,9 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც ამ ქვეყნიდან FDI-ს რეკორდი იყო. 2024 წელს კი პოლონურმა ინვესტიციებმა 11,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველი კვარტალის მონაცემებით, 2,6 მლნ აშშ დოლარი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბათუმში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება - გიდი

ბათუმში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება - გიდი

BM.GE

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია - სად ვყიდით?

საქართველოდან ცოცხალი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია - სად ვყიდით?

BM.GE

საქართველოში ყვავილების იმპორტი $12 მილიონამდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი ეკვადორია

საქართველოში ყვავილების იმპორტი $12 მილიონამდე გაიზარდა - მთავარი მომწოდებელი ეკვადორია

BM.GE

მილიონერთა პოპულაცია მზარდია, თუმცა ადამიანების უმეტესობა გაღარიბდა - UBS-ის ანგარიში

მილიონერთა პოპულაცია მზარდია, თუმცა ადამიანების უმეტესობა გაღარიბდა - UBS-ის ანგარიში

BM.GE