მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც
როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც

როსავიაციამ მოსკოვის აეროპორტებთან ფრენის სიმაღლე შეზღუდა - აკრძალულია ტრანზიტული რეისებიც

BM.GE22 ივლისი, 2026, 20:07|bm.ge

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ [როსავიაციამ] მოსკოვის აეროპორტებში [შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები] თვითმფრინავების ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 4 900 მეტრამდე შეზღუდა. გარდა ამისა, სრულად აიკრძალა აღნიშნული ზონის გავლით ტრანზიტული ფრენების განხორციელება. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო სააგენტო Interfax ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავიაკომპანიებისთვის შესაბამისი შეტყობინება (NOTAM) უკვე გადაეცათ. შეზღუდვები ძალაში 12 აგვისტომდე დარჩება. „როსავიაციაში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული ზომები ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.

ამ შეზღუდვების დაწესებამდე, მოსკოვის საჰაერო ზონაში შესვლისას ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 8 250 – 8 550 მეტრს შეადგენდა.

უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინა რუსეთის ქალაქებს დრონებით ინტენსიურად უტევს. უკრაინის თავდაცვის ძალები უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მათი მიზანია ამ გზით კრემლს ომის შეწყვეტა აიძულონ. დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის აეროპორტებმა არაერთხელ გააჩერეს მუშაობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

თბილისის ტრამვაის პროექტზე ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ხვალ გაფორმდება

BM.GE

ყურძნის სუბსიდირება: დარგის განვითარების ინსტრუმენტი თუ ჭარბი წარმოების წახალისება?

ყურძნის სუბსიდირება: დარგის განვითარების ინსტრუმენტი თუ ჭარბი წარმოების წახალისება?

BM.GE

"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

"მხოლოდ ტრადიციული გასტრონომიით ტურისტების მიზიდვა დღეს არაეფექტიანია" - ვანო ვაშაყმაძე

BM.GE

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

"განსხვავებით კახეთისგან, რაჭაში რთველის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია" | "კესანე - არ დამივიწყო"

BM.GE