მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როსსელხოზნადზორი ირწმუნება, რომ სომხური პროდუქტის შეზღუდვა პოლიტიკას არ უკავშირდება
როსსელხოზნადზორი ირწმუნება, რომ სომხური პროდუქტის შეზღუდვა პოლიტიკას არ უკავშირდება

როსსელხოზნადზორი ირწმუნება, რომ სომხური პროდუქტის შეზღუდვა პოლიტიკას არ უკავშირდება

BM.GE17 ივნისი, 2026, 12:43|bm.ge

რუსეთის ფედერალური სამსახურის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სფეროში ხელმძღვანელი (როსსელხოზნადზორი) სერგეი დანკვერტი ირწმუნება, რომ სომხური პროდუქციის რუსეთში იმპორტზე დაწესებული აკრძალვა პოლიტიკური მიზეზით არ მომხდარა.

"სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები დაკავშირებულია არა პოლიტიკასთან, არამედ მწარმოებლების მხრიდან ხარისხის ეფექტური კონტროლის არარსებობასთან", - უთხრა მან Российская газета-ს.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.

ამას წინ უძღოდა სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში იქნება თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება.

რუსეთის ხელისუფლება უკვე წლებია ახორციელებს ამა თუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. კრემლი სომხეთს რუსული გაზის გაძვირებითაც ემუქრება. მსგავსი პრაქტიკა რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოს წინააღმდეგაც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU სომხური პროდუქტისთვის ტარიფის შემცირებას გეგმავს

EU სომხური პროდუქტისთვის ტარიფის შემცირებას გეგმავს

BM.GE

"შეთანხმების შემდეგაც, ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაერთი დრონი გაუშვა" - მედია

"შეთანხმების შემდეგაც, ირანმა ჰორმუზის სრუტეში არაერთი დრონი გაუშვა" - მედია

BM.GE

ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს

ნავთობი მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს

BM.GE

"დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს" - "ფერაძის სქემაზე" დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატი

"დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს" - "ფერაძის სქემაზე" დაკავებული გიორგი კურტანიძის ადვოკატი

BM.GE