მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU სომხური პროდუქტისთვის ტარიფის შემცირებას გეგმავს
EU სომხური პროდუქტისთვის ტარიფის შემცირებას გეგმავს

EU სომხური პროდუქტისთვის ტარიფის შემცირებას გეგმავს

BM.GE17 ივნისი, 2026, 13:37|bm.ge

Financial Times წერს, რომ ევროკომისია რუსული ემბარგოს საპასუხოდ და სომხეთის მხარდასაჭერად საგანგებო ზომებს შეიმუშავებს. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, აღნიშნული ზომები სომხურ პროდუქციაზე ტარიფებს შეამცირებს.

საუბარია ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების ამუშავებაზე, რომლებიც სომხური საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე ტარიფებს შემცირებას გულისხმობს. ეს ინიციატივა პასუხია რუსეთის მიერ სომხეთის არჩევნებამდე დაწესებულ იმპორტის შეზღუდვებზე, რისი მიზანიც ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთის პროდასვლურ მთავრობაზე პოლიტიკური ზეწოლა იყო. სომხეთისთვის შემუშავებული ზომები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისა და ევროპარლამენტის თანხმობას საჭიროებს, მოიცავს რუსეთის სამიზნე პროდუქტების უმეტესობას, რომელთა ღირებულებაც წელიწადში დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს.

"კომისია წარადგენს ინიციატივას ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რათა დაეხმაროს უფრო მეტ სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების ათვისებაში და მხარი დაუჭიროს ქვეყნის ეკონომიკას იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა", - უთხრა ევროკომისიის პრესსპიკერმა Financial Times-ს.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფერმერებს იმ გაფუჭებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, რომლის რუსეთში გაგზავნასაც ისინი მოსკოვის მიერ დაწესებული აკრძალვის გამო ვერ შეძლებენ.

ამას წინ უძღოდა სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში იქნება თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩება.

რუსეთის ხელისუფლება უკვე წლებია ახორციელებს ამა თუ იმ პროდუქტის შეტანაზე აკრძალვების პრაქტიკას იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც მათი ურთიერთობები უარესდება. კრემლი სომხეთს რუსული გაზის გაძვირებითაც ემუქრება. მსგავსი პრაქტიკა რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია საქართველოს წინააღმდეგაც.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახლად შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 14 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა

ახლად შექმნილმა ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 14 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა

BM.GE

საბანკო სექტორი სტაბილურია - ალექსანდრე ძნელაძე

საბანკო სექტორი სტაბილურია - ალექსანდრე ძნელაძე

BM.GE

მთავრობამ ბათუმში "მაგნოლიას" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ₾2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ ბათუმში "მაგნოლიას" რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის ₾2.5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“

რუსუდან ზვიადაძის სოლო გამოფენა „ორეადები“

BM.GE