მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როცა Gen Z ეძებს სამსახურს - რას სთავაზობს McDonald’s საქართველო ახალ თაობას?
როცა Gen Z ეძებს სამსახურს - რას სთავაზობს McDonald’s საქართველო ახალ თაობას?

როცა Gen Z ეძებს სამსახურს - რას სთავაზობს McDonald’s საქართველო ახალ თაობას?

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 02:30|bm.ge

თუ Gen Z-ის წარმომადგენელს ჰკითხავთ, როგორი უნდა იყოს კარგი სამსახური, პასუხად ვერ მიიღებთ მხოლოდ ხელფასის ოდენობას. Gen Z იტყვის, რომ უნდა სწავლა, ჰქონდეს დრო მეგობრებისთვის, სპორტისთვის ან ჰობისთვის, ისწავლოს ახალი რამ და თან ისეთი გამოცდილება მიიღოს, რომელიც მომავალშიც გამოადგება.

ეს თაობა შრომის ბაზარზე სხვა მოლოდინებით შედის. არა იმიტომ, რომ მუშაობა ნაკლებად უნდა, არამედ იმიტომ, რომ სამსახურს საკუთარი ცხოვრებისგან და ინტერესებისგან დამოუკიდებლად აღარ განიხილავს.

Deloitte-ის 2026 წლის გლობალური კვლევა, რომელიც 22,500-ზე მეტ Gen Z-ს და მილენიალს აერთიანებს 44 ქვეყნიდან, აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობა პროფესიულ პროგრესს უფრო გრძელვადიანად უყურებს. მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, უნარების განვითარება და კეთილდღეობა და არა მხოლოდ სწრაფი კარიერული ზრდა.

World Economic Forum-ის Future of Jobs 2025-ის მიხედვით, 2030 წლისთვის სამუშაოსთვის საჭირო ძირითადი უნარების 39% შეიცვლება ან მოძველდება. ეს იცის Gen Z თაობამ და ამიტომაც სურთ მათ, მუშაობასთან ერთად, სწავლის გაგრძელება, ადაპტაცია და ახალი უნარების შეძენა.

სწორედ ამ ცვლილებას პასუხობს McDonald’s საქართველოს ახალი დასაქმების კამპანია „მაკი გელის“. კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ ის არის, რომ სამსახურის ძიება მხოლოდ ერთი ვაკანსიის პოვნას არ ნიშნავს, მნიშვნელოვანია, რას ეძებ ამ ეტაპზე და რამდენად შეიძლება სამუშაო შენს ცხოვრებას მოერგოს.

რასაც არ უნდა ეძებდე, პირველ სამსახურს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ახალ მეგობრებს, კარიერულ განვითარებას თუ ახალ გამოწვევას, შესაძლებლობა McDonald’s-ში უკვე არსებობს. სწორედ ამ გზავნილით „მაკი გელის“ ახალგაზრდა ადამიანებს ეუბნება, რომ შესაძლოა, ის, რასაც ახლა ეძებენ, ერთ სივრცეში იპოვონ.

McDonald’s საქართველოს ერთ-ერთი მთავარი შეთავაზება მოქნილი სამუშაო გრაფიკია და ის ბალანსი სამუშაოსა და საკუთარ ინტერესებს შორის, რომელიც Gen Z-ისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიდგომა თანამშრომლების მიმართ ეყრდნობა ოთხ მთავარ პრინციპს: გუნდურობას, პიროვნულ განვითარებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას. მაკდონალდსში ადამიანები პოულობენ არა მხოლოდ სამსახურს, არამედ სივრცეს, სადაც სწავლობენ, იზრდებიან პროფესიულად და პირადად, თავად წყვეტენ, როგორ დააბალანსონ სამუშაო და პირადი ცხოვრება, და გრძნობენ, რომ მათი ყოველდღიური შრომა რეალურ გავლენას ახდენს გუნდზე და გარშემომყოფებზეც. სწორედ ეს გვხდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დამსაქმებლად“, - ამბობს მარიამ ლაზარაშვილი, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

McDonald’s საქართველო ახალი თანამშრომლებისთვის ქმნის შესაძლებლობებს, რომ სამუშაოს პარალელურად განვითარდნენ, მიიღონ ახალი გამოცდილება და განივითარონ ისეთი უნარები, რომლებიც მომავალში სხვა ეტაპზეც გამოადგებათ.

Gen Z-ისთვის, რომელიც კარიერის დასაწყისშია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, სად მუშაობს დღეს, არამედ რა გამოცდილებას მიიღებს. McDonald’s-ში დასაქმება კი ნიშნავს გლობალური ბრენდის სამუშაო სტანდარტების, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის გამოცდილებას.

თუ გინდა, დაიწყო მუშაობა ისე, რომ ერთდროულად გააგრძელო სწავლა, განავითარო შენი ინტერესები და შექმნა გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გამოგადგება, შესაძლებლობა უკვე აქ არის.

თუ შენზე მორგებულ სამსახურს ეძებ, მაკი გელის, შეავსეთ აპლიკაცია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ექსპორტის დივერსიფიკაცია მთავარ სტრატეგიად გამოაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ექსპორტის დივერსიფიკაცია მთავარ სტრატეგიად გამოაცხადა

BM.GE

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

BM.GE

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ის განკარგულება შეაჩერა, რომელიც ე.წ. სამშობიარო ტურიზმს კრძალავს

აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ის განკარგულება შეაჩერა, რომელიც ე.წ. სამშობიარო ტურიზმს კრძალავს

BM.GE

გადასახადების გაზრდით სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას - ვასილ მანაგაძე

გადასახადების გაზრდით სახელმწიფო ნებსით თუ უნებლიეთ ზრდის ქართული ღვინის თვითღირებულებას - ვასილ მანაგაძე

BM.GE