მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. RS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
RS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

RS-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს უაქციზო ალკოჰოლის საწარმოს მფარველობისთვის სასამართლომ 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 22:53|bm.ge

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ის არის, რომ ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. თავდაპირველად მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 1 ნოემბერს კი მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იმ დროისთვის ვლადიმერ ხუნდაძე ადვოკატის ინფორმაციით, სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. ყოფილი მაღალჩინოსანი საგამოძიებო ორგანოებს იანვარში ჩაბარდა.

საქმე გორში, ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების ფაქტს ეხება. უწყების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან (გორის საკრებულოს წევრი), რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორისი გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შეჰქმნოდათ.

შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გოგიჩაიშვილმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

გარდა აღნიშნულისა, ხუნდაძისათვის ცნობილი იყო, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხდებოდა გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. მიუხედავად ამისა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ.

ხუნდაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუნდაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • „არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია“ — გახარიას საქმეზე ჩვენება ისევ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მისცესნეტგაზეთი
  • გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მისამართითიმედი
  • უკრაინასთან ომში ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპაფორმულა
  • უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფედოროვი: ზელენსკი არჩევნებისთვის მზად იყო, მაგრამ ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო უარი თქვარუსთავი 2
ყოფილი →პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

უნგრეთის ახალმა მთავრობამ ევროკავშირის თავდაცვის სესხის მოთხოვნა 16-დან 5 მილიარდ ევრომდე შეამცირა

BM.GE

დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია - ლევან დიასამიძე

დოლარში 10%-იანი სასესხო განაკვეთის მომსახურება ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია - ლევან დიასამიძე

BM.GE

ნიგერიამ და აშშ-მა სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმება გააფორმეს

ნიგერიამ და აშშ-მა სამთო-მოპოვებით სექტორში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

BM.GE