მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან სარკინიგზო მიმოსვლას დროებით აჩერებს
რუსეთი ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან სარკინიგზო მიმოსვლას დროებით აჩერებს

რუსეთი ფინეთთან, ესტონეთთან და ლატვიასთან სარკინიგზო მიმოსვლას დროებით აჩერებს

BM.GE1 ივლისი, 2026, 15:03|bm.ge

რუსეთმა ფინეთის, ესტონეთის და ლატვიის საზღვრებზე სარკინიგზო გამშვები პუნქტები დროებით დახურა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სარკინიგზო მიმოსვლა 1 ივლისიდან ანუ დღეიდანაა შეჩერებული.

„2026 წლის 1 ივლისიდან დროებით შეჩერდეს პირების, სატრანსპორტო საშუალებების, საქონლისა და ტვირთების მოძრაობა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებულ სარკინიგზო გამშვებ პუნქტებში, დანართის შესაბამისი სიის მიხედვით“, - წერია დოკუმენტში.

რუსეთ-ფინეთის საზღვრის მონაკვეთზე მოძრაობა შემდეგ სარკინიგზო გამშვებ პუნქტებზე შეწყდება:

• ვიბორგი (ლენინგრადის ოლქი); • ვიარცილია (კარელია); • ლიუტია (კარელია); • სანქტ-პეტერბურგ-ფინლიანდსკი (სანქტ-პეტერბურგი); • სვეტოგორსკი (ლენინგრადის ოლქი).

რუსეთ-ესტონეთის საზღვრის მონაკვეთზე:

• პეჩორი-პსკოვსკიე (ფსკოვის ოლქი).

რუსეთ-ლატვიის საზღვრის მონაკვეთზე:

• პიტალოვო (ფსკოვის ოლქი).

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინებები გაუგზავნოს ფინეთს, ესტონეთსა და ლატვიას უნდა გაუგზავნოს.

RBC-ს ინფორმაციით, 30 ივნისს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის საბაჟო სამმართველომ დააფიქსირა დაძაბული ვითარება და ესტონეთის მხარეს - „ნარვას“ გამშვებ პუნქტზე რიგები, რომელიც რუსეთის „ივანგოროდის“ საავტომობილო გამშვები პუნქტის მოპირდაპირედ მდებარეობს. უწყება თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთში შესასვლელად რიგში 350-მდე ადამიანი იდგა. საბაჟოს მონაცემებით, ადამიანები რიგში ათეულობით საათს ატარებდნენ. უწყების ცნობით, რიგების მხრივ მძიმე ვითარება გასულ უქმეებზეც შეინიშნებოდა.

ლატვიური პორტალი Delfi ასევე ივნისის ბოლოს „ნარვაში“ მრავალკილომეტრიანი რიგების შესახებ წერდა. თვითმხილველების თქმით, პიკის საათებში სასაზღვრო გადასასვლელთან 500-მდე ადამიანი იყრიდა თავს, ხოლო ლოდინის დრო 16 საათს აღწევდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE