მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს
რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

BM.GE9 სექტემბერი, 2026, 02:48|bm.ge

რუსეთის ხელისუფლება შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში მოკლე და შორ მანძილზე მფრინავი ადგილობრივი სამგზავრო თვითმფრინავების სერიული წარმოების დაწყებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, რეგიონის 2030 წლამდე განვითარების სტრატეგია ადგილობრივი კომპონენტებით შექმნილი რეგიონული საჰაერო ხომალდების გამოშვებას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ადგილობრივი ავიაკომპანიების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაძველებული ავიაპარკის ჩანაცვლებას ისახავს.

გამოქვეყნებულ დოკუმენტში დეტალურადაა საუბარი შორ მანძილზე მფრინავი სამგზავრო ლაინერის შექმნის პარამეტრების განსაზღვრაზე და რეგიონში შესაბამისი ქარხნების მოწყობის გეგმებზე. როგორც ირკვევა, ოფიციალური მოსკოვი რეგიონული ფლოტის განახლებას შორეულ მარშრუტებზე ფრენისთვის მორგებული საჰაერო ხომალდებით, კერძოდ SJ-100-ის, Il-114-300-ისა და Baikal-ის მოდელებით, ასევე Mi-171A3 ტიპის ვერტმფრენებით აპირებს.

ცნობისთვის, შორეული აღმოსავლეთის განვითარების სტრატეგია რუსეთის ხელისუფლების უახლესი გეგმაა და 2030 წლამდე პერიოდს მოიცავს. ის ადგილობრივი ავიამშენებლობის გაძლიერებით რეგიონში სატრანსპორტო კავშირების გამარტივებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

ბილ აკმანმა 2027 წელი საფონდო ბირჟებისთვის „საოცარ პერიოდად“ შეაფასა

BM.GE

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

რატომ დაეცა Volvo-ს აქციები 27%-ით?

BM.GE