მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილის და ჩირის იმპორტს და ევრაზიულ კავშირში ტრანზიტსაც კრძალავს
რუსეთი სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილის და ჩირის იმპორტს და ევრაზიულ კავშირში ტრანზიტსაც კრძალავს

რუსეთი სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილის და ჩირის იმპორტს და ევრაზიულ კავშირში ტრანზიტსაც კრძალავს

BM.GE2 ივნისი, 2026, 17:28|bm.ge

რუსეთი სომხეთიდან აგროპროდუქტის იმპორტის აკრძალვას აფართოებს. როსსელხოზნადზორი სომხეთიდან ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის იმპორტს დროებით კრძალავს. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც, „ამ ქვეყნების მიერ საკარანტინო პროდუქციის მიღების დადასტურების მექანიზმების არარსებობის გამო“. ინფორმაციას რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როსსელხოზნადზორში განმარტავენ, რომ სომხეთიდან ამ დასახელების პროდუქტის იმპორტი და ტრანზიტის აკრძალვა მანამდე იმოქმედებს, სანამ გაგზავნილი საქონლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ალგორითმი არ შემუშავდება.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო სტრუქტურულ პრობლემებს განიცდის და სოფლის მეურნეობის მწარმოებლების კონტროლის ნაწილში უფლებამოსილებებს თავს ვერ ართმევს“, - აცხადებენ რუსულ უწყებაში.

როსსელხოზნადზორი ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის სამთავრობო სტრუქტურული რეფორმის შედეგად სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლიკვიდირაცია მოხდა და მისი უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ის პასუხისმგებელია აგრარულ პოლიტიკაზე, აგროგადამუშავებაზე, მეცხოველეობაზე, ვეტერინარიაზე, მემცენარეობაზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებაზე, ორგანულ სოფლის მეურნეობაზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებსა და მეთევზეობაზე.

მანამდე „როსსელხოზნადზორმა“სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტი დროებით აკრძალა, რაც ალუბალს, ბალს, ატამს, ქლიავს, გარგარს, ნექტარინსა და ნედლ ყურძენს შეეხო. იმავე დღეს ამოქმედდა დროებითი აკრძალვა სომხეთიდან ცოცხალი თევზის სერტიფიცირებაზეც. მანამდე კი უწყებამ რუსეთში სომხური ყვავილების პროდუქციის შეტანაც შეზღუდა.

გარდა ამისა, „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ (Джермук) ყველა პარტიის იმპორტი და ქვეყანაში მიმოქცევა შეაჩერა. უწყების განცხადებით, მინერალურ სასმელში ჰიდროკარბონატ-იონის, ქლორიდებისა და სულფატების შემცველობა იყო მომატებული, რაც მომხმარებელს პროდუქციის სამკურნალო თვისებების შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსული შეზღუდვების ფონზე საექსპორტო დაბრკოლებების წინაშე მდგარ ფერმერებს სუბსიდირებას დაჰპირდა. გეღარქუნიკის რეგიონში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კრემლის გადაწყვეტილება შეეხება, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს.

„დღეს ჩვენ სტრატეგიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს, რესპუბლიკის ბედს და ახალი სახელმწიფოს შექმნის პროცესში ვართ. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ თუ წიწაკა გაგიფუჭდებათ, ამ წიწაკის საფასურს მე გადავიხდი, მთავრობა გადაიხდის, მაგრამ იცოდეთ, რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება, სომხეთში წიწაკის წარმოების ხარისხიც გაუმჯობესდება და ექსპორტიც გაიზრდება“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფერმერებთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა იმაზე, რომ სომხური საქონელი ხარისხის სტანდარტებს ზოგჯერ ვერ აკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემების წინაშე მდგარ საწარმოებს სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს და ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებულ გამოწვევებს ის უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება და მათ მოგვარებას შეეცდება.

მანამდე კი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის პომიდვრის ექსპორტზე გადაცვლა არ შეუძლია. ამის შესახებ გევორქ პაპოიანმა CivilNet-თან ინტერვიუში, რუსეთის მიერ სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე, მთავრობის პროევროპული კურსის დაცვისას ისაუბრა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ამჟამად სამგზავრო გადაყვანები არ განიხილება - აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ამჟამად სამგზავრო გადაყვანები არ განიხილება - აზერბაიჯანის რკინიგზის დირექტორი

BM.GE

სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების ბეჭდვის 5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

სამინისტრომ სკოლის სახელმძღვანელოების ბეჭდვის 5-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

EBRD-მა კავკასიის რეგიონულ დირექტორად ტომას კაირისი დანიშნა

EBRD-მა კავკასიის რეგიონულ დირექტორად ტომას კაირისი დანიშნა

BM.GE

Inter Rao-სთან მიღწეულია შეთანხმება და გაწერილი ვადით მოხდება კომპენსაციის გადახდა - კაკაურიძე

Inter Rao-სთან მიღწეულია შეთანხმება და გაწერილი ვადით მოხდება კომპენსაციის გადახდა - კაკაურიძე

BM.GE