მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტსაც ზღუდავს
რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტსაც ზღუდავს

რუსეთი სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტსაც ზღუდავს

BM.GE24 ივლისი, 2026, 11:55|bm.ge

რუსეთი 27 ივლისიდან სომხური რძის პროდუქტების შეტანას ზღუდავს - ამის შესახებ რუსული მედია „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტი დროებით შეეზღუდათ ერევანსა და გიუმრიში მოქმედ კომპანიებს „სპაიკას“, „გრინ პროდს“, „არაკს 2“-ს და „ალაშკერტ ჯგუფს“.

„გავალდებულებთ უზრუნველყოთ კონტროლი 27.07.2026-დან სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში რძის პროდუქციის შეტანის აღკვეთაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

უწყებამ ასევე განაცხადა, რომ 14-დან 21 ივლისამდე სპეციალისტებმა ინსპექტირება ჩაუტარეს სომხეთის მცირე გადამმუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ადრე ვეტერინარული სამსახურის გარანტიებით გაიხსნა და რუსეთში საკუთარი პროდუქციის მიწოდებას ახორციელებენ.

შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები ნედლეულის მიკვლევადობის სისტემაში, ვეტერინარული თანმხლები დოკუმენტების გაფორმებაში, ექსპერტიზაში, ასევე რისკების მართვის სისტემების ფუნქციონირებასა და საწარმოო კონტროლის პროგრამების შესრულებაში.

„გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, „როსსელხოზნადზორმა“ რუსეთში განსაკუთრებით საშიში ინფექციების შეტანის აღსაკვეთად და შიდა ბაზარზე უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამო რძის პროდუქციის რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ თვეს რუსეთმა სომხეთიდან ბოსტნეულისა და ხილის, კურკოვანი ნაყოფისა და ყურძნის, ასევე, თევზის, თესლოვანი კულტურებისა და ჩირის შეტანა აკრძალა. შეზღუდვა გავრცელდება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ სახელმწიფოებში ამ პროდუქტების ტრანზიტზეც.

ამას წინ უძღოდა 2025 წელს სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კანონის მიღება. მაშინ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროული წევრობა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ერევანი საკუთარ დღის წესრიგს ორივე კავშირს მანამდე შეუსაბამებს, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთეს

ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთეს

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?|ევროკავშირის პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე

რას ნიშნავს 6-თვიანი ვადა?|ევროკავშირის პასუხი BMG-ის ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის საკითხზე

BM.GE

ნორმალურ ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტო კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა არ მგონია, ამისთვის გვცხელოდეს|ქეთი ბაქრაძე

ნორმალურ ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტო კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა არ მგონია, ამისთვის გვცხელოდეს|ქეთი ბაქრაძე

BM.GE