მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა | თამაზ გაიაშვილი
რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა | თამაზ გაიაშვილი

რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა | თამაზ გაიაშვილი

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 15:30|bm.ge

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით დააზარალა - ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა "РБК რადიოსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კომპანია აეროპორტების მუშაობის დასტაბილურებამდე იძულებულია უარი თქვას რუსეთში ფრენების გაფართოებაზე.

„რთული პერიოდია ახლა - საწვავი გაძვირებულია, რაც ხარჯებს ზრდის, სათადარიგო აეროპორტები კი ავიაკომპანიისთვის კატასტროფაა. 2026 წლის განმავლობაში, ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენების შესრულებისას 8 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო. ეს აისახება ავიაკომპანიის კეთილდღეობასა და განვითარებაზე.

სექტემბრიდან ჩვენ შევზღუდებთ რუსეთში ფრენები და დღეში სამი სიხშირიდან 2-მდე შევამცირეთ, იქიდან გამომდინარე რომ რუსული აეროპორტები თითქმის ყოველ ღამეს იხურება, ჩვენი ავიაკომპანია კი სწორედ საღამოს ფრენებს სათადარიგო აეროპორტში ასრულებდა“, - განაცხადა გაიაშვილმა.

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი განმარტავს, რომ ფინანსური დანაკარგი სათადარიგო აეროდრომებზე თვითმფრინავების გადამისამართებისას საავიაციო ნავთზე გაწეული მნიშვნელოვანი ხარჯებით და მგზავრთა მომსახურების დამატებითი დანახარჯებით არის განპირობებული.

„გარდა ამისა, სტანდარტული 2,5-საათიანი ფრენის ნაცვლად, თვითმფრინავს ხშირად უწევდა მოსკოვში შემოვლითი გზით, ურალის გავლით გაფრენა. კომპანიამ მგზავრების კომპენსაციებიც გადაიხადა. ამასთან, შეფერხებების გამო იშლებოდა ტრანზიტული (გადასაჯდომი) რეისები“, - დაამატეს გადამზიდავ კომპანიაში.

თამაზ გაიაშვილმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქართულ ავიაკომპანიას რუსეთის რეისებზე ადგილობრივ გადამზიდავებთან შედარებით მეტი ხარჯი აქვს აეროპორტებში მომსახურებისა და აერონავიგაციის ტარიფებში არსებული სხვაობის გამო. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთის მიმართულებით ფრენებზე ავიაკომპანიისთვის სადაზღვევო მომსახურების ფასი დაახლოებით 1,5-ჯერ გაიზარდა. ამასთან, ის ამბობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებისთვის ბილეთებზე მისაღები ტარიფების შენარჩუნებას ცდილობს, რათა არსებულ მიმართულებებზე მგზავრთნაკადი არ დაკარგოს.

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აცხადებს, რომ აეროპორტების რეგულარული არაგეგმური დახურვის გამო, ავიაკომპანია იძულებულია, სიტუაციის დასტაბილურებამდე რუსეთის ქალაქებში სამარშრუტო ქსელის განვითარების გეგმები შეაჩეროს. მან აღნიშნა, რომ Georgian Airways-ს რუსეთიდან ევროპაში წამსვლელი მგზავრების მხოლოდ 2% ირჩევს. მისივე თქმით, მთავარ სატრანზიტო ჰაბად კვლავ სტამბოლი რჩება.

Georgian Airways საქართველოს უმსხვილესი სამგზავრო ავიაკომპანიაა. იგი ოპერირებს მცირე ფლოტით (ათზე ნაკლები საჰაერო ხომალდი), მათ შორისაა საშუალო მაგისტრალური Boeing 737-700, Boeing 737-800, ერთი შორმაგისტრალური Boeing 767-300 და რეგიონული Bombardier CRJ-200. ავიაკომპანიამ რუსეთში ფრენები 2023 წლის მაისში განაახლა და მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში დაფრინავს.

РБК რადიოსთან ინტერვიუში თამაზ გაიაშვილმა სათადარიგო აეროდრომებზე თვითმფრინავების გადამისამართების გამო რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მუშაობა კრიტიკულად შეაფასა. მისი თქმით, მგზავრებს ხშირად დიდი ხნის განმავლობაში თვითმფრინავიდან არ უშვებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ეკიპაჟის მოთხოვნით მგზავრები ტერმინალში მაინც გადაჰყავდათ, მაგრამ უკან ბორტზე აღარ უშვებდნენ. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აღნიშნული რეისი „კაბოტაჟად“ დაკვალიფიცირდებოდა ანუ არა საქართველოდან რუსეთში შესრულებული რეისის გაგრძელებად, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე შესრულებულ ცალკეულ რეისად, რისი უფლებაც ქართულ ავიაკომპანიას ქვეყნებს შორის არსებული მთავრობათაშორისი შეთანხმებით არ აქვს. მისი ინფორმაციით, მგზავრები იძულებულნი ხდებოდნენ, მოსკოვამდე ალტერნატიული ავიარეისით ან მატარებლით ჩასულიყვნენ.

„მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ გვხვდება. დავფრინავთ ევროპაში, აზიაში, არის შემთხვევები, როდესაც სათადარიგო აეროდრომზე გვიწევს დაშვება. მაგალითად, მივფრინავთ პარიზში და ვეშვებით ლიონში. მგზავრები რამდენიმე საათს ტერმინალში ატარებენ, შემდეგ კი პარიზში მივფრინავთ“ - აცხადებს გაიაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და რეგიონულ აეროპორტებში ხშირად განსხვავებული მოთხოვნები მოქმედებს. „ჩვენს მფრინავებს ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს სხვა ქვეყანაში ჩაფრინდნენ. სრულიად სხვა მოთხოვნებია. იქ ითხოვენ, რომ თვითმფრინავი განაბაჟო, ხალხი კი 10–12 საათი უნდა ელოდოს, სანამ ხომალდის განბაჟება დასრულდება“, - აცხადებს ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

მისი თქმით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მიმართვებზე რუსეთის საავიაციო ხელისუფლება პასუხობს, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობენ. „ელემენტარული საკითხები არ არის მოწესრიგებული“, - ამბობს გაიაშვილმა.

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თქმით, სათადარიგო აეროდრომებზე თვითმფრინავების გადამისამართების შემთხვევებში ავიაკომპანია მოგებაზე ხშირად ზარალს ნახულობდა. მიუხედავად ამისა, გადამზიდავი რუსეთში რეისების შესრულებას გააგრძელებს.

РБК-მ წერს, რომ საკითხიდან გამომდინარე შესაბამისი შეკითხვები „როსავიაციასა“ და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გაუგზავნა.

РБК წერს, რომ რუსული ავიაკომპანიები, აეროპორტების შეფერხებით მუშაობის გამო მიყენებულ ფინანსურ ზარალს არ ასაჯაროებენ. Forbes-ი რუსული ავიაკომპანიების ზარალს 64–99 მლრდ რუბლად აფასებდა, 2026 წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი უკვე 100 მლრდ რუბლს აჭარბებს.

2026 წლის დასაწყისში ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეი ნიკიტინმა (ამჟამად ვიცე-პრემიერი — РБК) განაცხადა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს ავიაკომპანიებისთვის აეროპორტების დახურვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

BM.GE

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE