მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის მოქალაქეებისგან საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბინების ყიდვაზე - "საკურა ფროფერთი"
რუსეთის მოქალაქეებისგან საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბინების ყიდვაზე - "საკურა ფროფერთი"

რუსეთის მოქალაქეებისგან საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო ფიქსირდება, ვიდრე ბინების ყიდვაზე - "საკურა ფროფერთი"

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 20:28|bm.ge

უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოში ქირაზე მოთხოვნის ზრდა უფრო მეტად შეიმჩნევა, ვიდრე ბინების ყიდვაზე.

საქმე ისაა, რომ რუსეთის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია NF group-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენით ყველაზე მეტად ინტერესდებიან. კომპანიის მონაცემებით, ივლის-სექტემბერში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავ ქონებაზე დაფიქსირებული მოთხოვნის 17% საქართველოზე მოდიოდა, მაშინ როდესაც წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 5% იყო.

როგორც BMG‑სთან "საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელი აცხადებს, რუსების მხრიდან საქართველოში ბინების შეძენაზე მოთხოვნა ნარჩუნდება, თუმცა ის ბოლო პერიოდში რადიკალურად გაზრდილი არაა.

ვიქტორია საკუროვას თქმითვე, ამ ბაზრიდან საქართველოში მოთხოვნის კიდევ უფრო გააქტიურების შემთხვევაშიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უძრავი ქონების სექტორში ფასების ისეთი მკვეთი მერყეობა დაფიქსირდეს, როგორც ეს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოხდა.

“რუსეთის მოქალაქეებზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე მეტად მათი მხრიდან მოსალოდნელი მობილიზაციის შედეგად გაჩენილი მოთხოვნა ჩანს საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირებში. რადგან ეს მობილიზაცია არის მოსალოდნელი და არა გარანტირებული. აქედან გამომდინარე, ადამიანები ვერ იღებენ ისეთ მყარ გადაწყვეტილებას, როგორიც არის ბინის შეძენა. ამიტომ ჩვენ შეძენის ნაწილში ვერ ვხედავთ ისეთ რადიკალურ სხვაობას, როგორიც თუნდაც გაქირავების ნაწილშია. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ გაქირავების მიმართულებით, მუდმივად გვეუბნებიან, რომ ქირებზე გაიზარდა მოთხოვნა, შემცირდა მიწოდება ამის შედეგად, თუმცა ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ, ეს გამოწვეულია ასევე ჩინეთის მოქალაქეების მიერ და ბევრი საერთაშორისო სხვა მოთამაშის, რომლის მოქალაქეთა რაოდენობაც გაიზარდა საქართველოში სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ბიზნეს მიზეზებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება შეძენას, რუსეთის მოქალაქეები ახლა არ აქტიურობენ შეძენის მიმართულებით და დიდი სხვაობა არ ჩანს. ჩვენი კომპანია მუშაობს ძირითადად საქართველოს მოქალაქეებზე, თუმცა ჩვენ გვყავს პარტნიორი კომპანიები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რუსეთის მოქალაქეებთან და რასაც ისინი გვეუბნებიან და რასაც ვხედავთ არის ის, რომ მშენებარე პროექტებზე, რაც იყო ისედაც მაღალი დაინტერესება არის, თუმცა ეს დაინტერესება კიდევ უფრო გაძლიერებულია მათ მხრიდან, ისევ და ისევ მოსალოდნელი მობილიზაციის შედეგად. თუმცა ეს არ არის რაიმე რადიკალური მაჩვენებელი, რადგან ვიცით და ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მაინც ლიდერობენ ისრაელის მოქალაქეები.

რომც მოხდეს მობილიზაცია რუსეთში და რომც წამოვიდეს ეს მოთხოვნა საქართველოზე, საქართველოში პირველი მობილიზაციის შემდეგ იმდენად შეიცვალა უძრავი ქონების ღირებულება, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს დღეს იმ დროსთან შედარებით, რომ აღარ არის მოსალოდნელი, რომ კიდევ იგივე პროცენტულობით გაიზარდოს, რადგან უკვე ბაზრისთვის ალოგიკური იქნება ეს. ასევე რუსეთის მოქალაქეებს გაუჩნდათ ბევრი სხვა ალტერნატიული ქვეყანა. ეს არის თურქეთი, ეს არის სერბეთი, ბევრი სხვა ალტერნატივაა, რომელსაც ისინი განიხილავენ. შესაბამისად, საქართველო არ არის ერთადერთი გზა, სადაც ისინი შეიძლება წავიდნენ. ამიტომ საქართველოში აღარ ველოდებით თუნდაც ისეთივე ბუმს, როგორიც იყო მაშინ და ასევე არ ველოდებით ფასების ისეთ ზრდას”, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 285 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებსფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რაში დაიხარჯა 722 ათასი ლარი? - TI პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს

რაში დაიხარჯა 722 ათასი ლარი? - TI პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს

BM.GE

1 დოლარის ღირებულება 2.5982 ლარია, ევროს - ₾2.9274 | როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი?

1 დოლარის ღირებულება 2.5982 ლარია, ევროს - ₾2.9274 | როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი?

BM.GE

საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგენთ Visa Infinite Private ბარათს

საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგენთ Visa Infinite Private ბარათს

BM.GE

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას

BM.GE