მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა
რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

BM.GE21 სექტემბერი, 2026, 16:34|bm.ge

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იგივე "დუმას" არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ბიულეტენების 90.43%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო გუნდი პირველ ადგილს 57.86%-ით იკავებს. მეორე პოზიციაზე კომუნისტური პარტია CPRF-ია, რომელმაც ხმათა 13.84% მოიპოვა. ულტრანაციონალისტურმა გაერთიანება LDPR-მა ამომრჩეველთა 8.9% მიიღო, პარტია “ახალმა ხალხმა” კი ხმების 7.94% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ზღვარს 4.95%-ით პარტია “უბრალოდ რუსეთიც” უახლოვდება.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ თითქმის 57% შეადგინა.

აღსანიშნია, რომ საარჩევნო პროცესის ფონზე, რუსეთის დედაქალაქსა და რეგიონებზე უკრაინამ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 24 საათის განმავლობაში თითქმის 2,000 დრონი და Flamingo-ს ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. საჰაერო დარტყმების შედეგად მოსკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში კი 2 მოქალაქე, მათ შორის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი გარდაიცვალა. დრონების იერიშმა მოსკოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაც დააზიანა. კენჭისყრის მსვლელობისას საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თავდასხმა მიზნად არჩევნების ჩაშლას ისახავდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატების უმრავლესობას საარჩევნო სიებში მოხვედრის უფლება არ მისცეს. არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა მხოლოდ ლიბერალურმა პარტია “იაბლოკომ” მიიღო. ეს პოლიტიკური გაერთიანება ბოლო წლებში მხოლოდ ერთნიშნა მხარდაჭერას ფლობდა. პროტესტის ნიშნად პარტიის ლიდერმა ნიკოლაი რიბაკოვმა საარჩევნო ბიულეტენი გააფუჭა და ზედ წარწერა „მშვიდობისთვის“ დატოვა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული შედეგებით საზოგადოებამ მმართველ გუნდს ქვეყნის მართვის მანდატი კვლავ მიანდო. ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩატარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 296 სტატია.

  • რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო ცენტრი და უნივერსიტეტიტვ პირველი
  • რუსეთში, დუმის არჩევნებზე მმართველი პარტია ლიდერობსიმედი
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • საგარეო: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნებიც ფაქტობრივი ანექსიის გამოვლინებაანეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

აშშ-ში ვიზიტისას კობახიძის შეხვედრა ტრამპთან დაგეგმილი არ არის | შალვა პაპუაშვილის განმარტება

BM.GE

8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

აგვისტოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა | რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?

აგვისტოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა | რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?

BM.GE