მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთის უმდიდრესი ქალის, Wildberries-ის დამფუძნებლის ქონება $5 მლრდ-მდე შემცირდა | Forbes
რუსეთის უმდიდრესი ქალის, Wildberries-ის დამფუძნებლის ქონება $5 მლრდ-მდე შემცირდა | Forbes

რუსეთის უმდიდრესი ქალის, Wildberries-ის დამფუძნებლის ქონება $5 მლრდ-მდე შემცირდა | Forbes

BM.GE27 აგვისტო, 2026, 17:21|bm.ge

Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი Forbes-ის ვერსიით რუსეთის უმდიდრესი ქალი მეხუთედ გახდა - წერს RBC, Forbes-ის რუსული რედაქციაზე დაყრდნობით.

Forbes-ის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში კიმის ქონება $7.1 მილიარდიდან $5 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, კიმმა რეიტინგში პირველი ადგილი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეხუთედ დაიკავა. მანამდე ის რეიტინგს სათავეში 2021, 2023, 2024 და 2025 წლებში ედგა. (2022 წელს უმდიდრესი რუსი ქალების სია არ გამოქვეყნებულა).

რუსული Forbes-ის 2026 წლის რუსეთის 20 უმდიდრესი ქალის რეიტინგის მიხედვით, მონაწილეთა ჯამური კაპიტალი 2025 წლიდან $6.8 მილიარდით, ხოლო მასში მილიარდერი ქალების რაოდენობა ორზე მეტჯერ შემცირდა.

Forbes-ის ვერსიით, რუსეთის 10 უმდიდრეს ქალს შორის ასევე შევიდნენ:

• ელენა ბატურინა — $1.3 მლრდ, Inteco Management-ის პრეზიდენტი, ინვესტიციები. • ლიუდმილა კოგანი — $1.25 მლრდ, «БФА-Девелопмент»-ის გენერალური დირექტორი (ბანკი «Уралсиб», ინვესტიციები). • ეკატერინა ფედუნი — $1 მლრდ, კერძო ინვესტორი («ЛУКОЙЛ»-ის დივიდენდები). • ტატიანა ვოლოდინა — $950 მლნ, «Лэтуаль»-ის სტრატეგიული საბჭოს თავმჯდომარე («Алькор и Ко», დივიდენდები). • ვიქტორია მიხელსონი — $850 მლნ, კერძო ინვესტორი («НОВАТЭК»). • ევგენია გურიევა — $800 მლნ, კერძო ინვესტორი («ФосАгро»-ს დივიდენდები). • სვეტლანა რებალიჩენკო — $800 მლნ, კერძო ინვესტორი. • ლიდია სულტეევა — $800 მლნ, კერძო ინვესტორი (ჰოლდინგური კომპანია «Вулкан»). • სვეტლანა დემიდოვა — $750 მლნ, კომპანიათა ჯგუფ «Доминант»-ის ვიცე-პრეზიდენტი (დივიდენდები).

RBC, Bloomberg-ის 1 აგვისტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ წლის დასაწყისიდან ტატიანა კიმის კაპიტალის ზრდამ $418 მილიონი შეადგინა. გამოცემამ მისი კაპიტალი $8.3 მილიარდად შეაფასა.

ცნობისთვის, ივლისის შუა რიცხვებიდან რუსული მარკეტპლეისი უკრაინული დრონების მასშტაბური, მრავლობითი თავდასხმების სამიზნე გახდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული მარკეტპლეისის, Wildberries-ისა და მისი გამყიდველების ზარალმა, საწყობების ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად, თითქმის $12 მილიარდს მიაღწია. უკრაინულმა თავდასხმებმა კომპანიის ყველა მსხვილი საწყობი, ასევე მისი საერთო სასაწყობო სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი, მწყობრიდან გამოიყვანა.

კვლევითი სააგენტო Data Insight-ის წამყვანი ანალიტიკოსის, სერგეი სემკოს შეფასებით, ინფრასტრუქტურის დაკარგვით მიყენებული Wildberries-ის პირდაპირი ზარალი 147-223 მილიარდ რუბლს, ანუ დაახლოებით $1.75–2.66 მილიარდს შეადგენს.

რუსეთის მთავრობამ RWB-ს ობიექტებზე უპილოტო აპარატების თავდასხმებით დაზარალებული მეწარმეების მხარდაჭერის ზომები დაამტკიცა. მათ შორის არის გადასახადებსა და სადაზღვევო შენატანებზე 12-თვიანი საშეღავათო პერიოდი (გადავადება), შემოწმებების შეჩერება და დავალიანების ამოღების ვადების გახანგრძლივება. ეს ზომები განკუთვნილია იმ კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა ზარალმაც დრონების თავდასხმის შედეგად, წლიური შემოსავლის 5%-ს გადააჭარბა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მიდის

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

"თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა

BM.GE

უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

BM.GE