მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა
უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდა

BM.GE27 აგვისტო, 2026, 17:35|bm.ge

რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია Lukoil-მა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე Nizhegorodnefteorgsintez-ის ქარხანაში ნედლი ნავთობის გადამუშავება და ნავთობპროდუქტების წარმოება ავარიულ რეჟიმში შეაჩერა. გადაწყვეტილება 26 აგვისტოს განხორციელებული დრონების იერიშის შედეგად გაჩენილ ხანძარს უკავშირდება.

Nizhegorodnefteorgsintez-ის გაჩერებით, Lukoil-ის მფლობელობაში არსებულმა ყველა მსხვილმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ ნედლეულის გადამუშავება სრულად შეწყვიტა, ვინაიდან 21 აგვისტოს Permnefteorgsintez-ის, ხოლო 31 ივლისს ვოლგოგრადის ქარხნის საქმიანობა შეჩერდა.

ცნობისთვის, Nizhegorodnefteorgsintez-ი ნედლი ნავთობის გადამუშავების მოცულობით რუსეთში მეოთხე, ხოლო ბენზინის წარმოებით მეორე უმსხვილესი ქარხანაა, რომლის წლიური სიმძლავრე 15 მილიონ ტონას აჭარბებს.

საწარმოს წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტონა ბენზინის, 5 მილიონ ტონაზე მეტი დიზელის, 2 მილიონ ტონაზე მეტი მაზუთისა და 0.5 მილიონი ტონა საგზაო ბიტუმის წარმოება შეუძლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 274 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი- ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებიაიმედი
  • ზელენსკი: უკრაინამ Patriot-ის სისტემებისთვის გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიიღოფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბატონ ბიძინასა და ირაკლისგან არ იყო ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე - მდინარაძე პოლიტიკიდან წასვლაზე

ბატონ ბიძინასა და ირაკლისგან არ იყო ის რეაქცია, რომ დამთანხმებოდნენ, მაგრამ მე დავარწმუნე - მდინარაძე პოლიტიკიდან წასვლაზე

BM.GE

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

ირაკლი კობახიძემ ნაურუს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

BM.GE

შესაძლოა, ბიზნესში მოვსინჯო ძალები - მამუკა მდინარაძე

შესაძლოა, ბიზნესში მოვსინჯო ძალები - მამუკა მდინარაძე

BM.GE