მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?
რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?

რუსეთისთვის ღვინის მთავარი მიმწოდებელი საქართველოა | საიდან/რა ფასად იყიდება სასმელი ქვეყანაში?

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მიერ გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ რუსეთის ბაზარზე მიწოდებული ღვინის მოცულობით პირველ ადგილზე მყოფი საქართველო, საექსპორტო ფასის მიხედვით ძირითადად დაბალ და საშუალო საფასო სეგმენტში ოპერირებს.

საქმე ისაა, რომ გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზის თანახმად, გასული 2025 წლის მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის მოცულობით - 60.83 მლნ ლიტრი - საქართველო რუსეთის ბაზარზე პირველ ადგილზეა, ხოლო მიღებული შემოსავლებით - 170.67 მლნ აშშ დოლარი – მეორე პოზიციას იკავებს და მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. იტალიამ 2025 წელს რუსეთში 234.41 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 58.64 მლნ ლიტრი ღვინო გაიტანა.

აღსანიშნავია ფასთა სხვაობაც: 2025 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი რუსეთში 2.81 აშშ დოლარს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ევროპულ წამყვან მწარმოებლებს, ისე მეზობელ სომხეთსაც.

შედარებისთვის, იტალიური ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ლიტრზე 4 დოლარია, ფრანგული ღვინის - 4.33 დოლარი, გერმანულის კი - 3.09 დოლარი. რაც შეეხება სომხეთს, საექსპორტო ფასი ამ შემთხვევაში ლიტრზე 4.18 დოლარია.

ამავდროულად, ქართული ღვინო უსწრებს ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, რომლებიც რუსეთში დიდწილად იაფფასიანი ან ჩამოსასხმელი ღვინით არიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა: პორტუგალია, ესპანეთი, არგენტინა და სხვა.

ქვეყნები, რომლებიც რუსეთში ღვინოს ყველაზე ძვირად ყიდიან, 2025

• ტაილანდი - $65.21 (მცირე მოცულობა) • ლატვია - $7.19 (ძირითადად პრემიუმ რეექსპორტი) • უნგრეთი - $7.02 • ლიეტუვა - $5.90 • ნიდერლანდები - $5.26 • ჩეხეთი - $4.55 • საფრანგეთი - $4.33 • ბულგარეთი - $4.26 • სომხეთი - $4.18 • იტალია - $4.00

საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტი:

• ავსტრია - $3.70 • გერმანია - $3.09 • პოლონეთი - $2.96 • საქართველო - $2.81 • პორტუგალია - $2.69 • აზერბაიჯანი - $2.55 • ესპანეთი - $2.45 • სამხრეთ აფრიკა - $2.45 • არგენტინა - $2.29 • სერბეთი - $2.13 • ჩილე - $2.04 • მოლდოვა - $2.03

როგორ იცვლებოდა ქართული ღვინის ფასი რუსეთში

საქსტატის საგარეო ვაჭრობის ოფიციალური მონაცემების გადაანგარიშებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში რუსეთში გატანილი ქართული ღვინის 1 ლიტრის საშუალო ფასი 2.30-დან 2.95 დოლარის ფარგლებში მერყეობდა:

• 2020 წელი: $2.91 • 2021 წელი: $2.76 • 2022 წელი: $2.32 • 2023 წელი: $2.70 • 2024 წელი: $2.74 • 2025 წელი: $2.81 • 2026 წელი (8 თვე): $2.93

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 285 სტატია.

  • ზელენსკი: რუსეთი მშვიდობისკენ არ მიისწრაფვის, მისი ქმედებები საპირისპიროზე მიუთითებსფორმულა
  • სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეა – კარასინინეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველო, ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიური იყოს აზიის ბაზრებზე - ლაშა ხუციშვილი

საქართველო, ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად, აპირებს უფრო აქტიური იყოს აზიის ბაზრებზე - ლაშა ხუციშვილი

BM.GE

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედება შეაჩერა

BM.GE

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?

"საწარმოები არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ" - რატომ შეიცვალა სუბსიდიის გაუქმების გადაწყვეტილება?

BM.GE

სტაჟირების პროგრამაში 3 500 ვაკანსიაზე 55 000 აპლიკაცია გვქონდა - ლევან ჟორჟოლიანი

სტაჟირების პროგრამაში 3 500 ვაკანსიაზე 55 000 აპლიკაცია გვქონდა - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE