მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა კიევში სამ ხიდს დაარტყა, დაიღუპა რვა ადამიანი
რუსეთმა კიევში სამ ხიდს დაარტყა, დაიღუპა რვა ადამიანი

რუსეთმა კიევში სამ ხიდს დაარტყა, დაიღუპა რვა ადამიანი

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 18:05|bm.ge

რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის მიმართულებით თითქმის 100 რაკეტა და 400-მდე დრონი გაუშვეს.

კიევში ბალისტიკური რაკეტები მდინარე დნეპრზე მდებარე სამ საკვანძო ხიდს - პოდილსკო-ვოსკრესენსკის, დარნიცისა და სამხრეთის ხიდებს მოხვდა. დედაქალაქში განხორციელებულ იერიშს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის საჰაერო ძალების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ ეს 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი თავდასხმაა.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული სამივე ხიდი საავტომობილო მოძრაობისთვის უკვე დაიკეტა. ამან კი, თავის მხრივ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ხიდებზე მიტანილი იერიშებით გამოწვეული შეფერხებები კიდევ უფრო გაამწვავა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ღამის თავდასხმის შედეგად კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და შვიდი მედიკოსი დაშავდა. მან მოსახლეობას მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ქალაქში კერძო ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

პარალელურად, რუსულმა ძალებმა იერიში უკრაინის ცხრა რეგიონზე მიიტანეს, რის შედეგადაც სულ 28 ადამიანი დაშავდა. პრემიერ-მინისტრ სერჰი კორეცკის ცნობით, სამიზნეებს შორის ხარკივის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოც აღმოჩნდა.

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში კი სკნილივის რკინიგზის სადგურის საბილეთო ტერმინალზე მიტანილ იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, კიევის ხიდებზე მიტანილი იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის საავტომობილო ნაწილი დააზიანეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 270 სტატია.

  • ნავთობქარხნების დაზიანების გამო რუსეთი ბენზინის ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდაფორმულა
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

ალდაგის პარტნიორობითა და ჯეოლაბის ორგანიზებით საერთაშორისო ტრანსდისციპლინური ფესტივალის პრეზენტაცია გაიმართება

BM.GE

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს

BM.GE

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

მოსახლეობისთვის შეშის მოპოვების ვადა 1 წლით გახანგრძლივდება, ჯარიმები კი მკაცრდება - კანონპროექტი

BM.GE

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ელჭექი, ქარი, შტორმი - დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

BM.GE