მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთში კრიპტოვაჭრობა დარეგულირდა და ციფრული რუბლი ამოქმედდა
რუსეთში კრიპტოვაჭრობა დარეგულირდა და ციფრული რუბლი ამოქმედდა

რუსეთში კრიპტოვაჭრობა დარეგულირდა და ციფრული რუბლი ამოქმედდა

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 21:42|bm.ge

რუსეთში ერთდროულად სამი მსხვილი ფინანსური რეგულაცია ამოქმედდა. ახალი ფედერალური კანონის საფუძველზე, ბიტკოინი, ეთერიუმი და ტეზერი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ რეგულირებად სივრცეში მოექცა. პარალელურად, ქვეყნის 12 უმსხვილეს ბანკში ციფრული რუბლი ამოქმედდა, ხოლო ცენტრალურმა ბანკმა თაღლითობაში ეჭვმიტანილი 2,600 კრიპტოსაფულე შავ სიაში შეიყვანა.

საკანონმდებლო აქტი კრიპტოვალუტით ვაჭრობის, შენახვისა და ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ზედამხედველობის ჩარჩოს ქმნის. ამასთან, მარეგულირებელი გასცემს ლიცენზიებს და აკონტროლებს ბირჟებს, საბროკერო კომპანიებსა და ციფრულ საფულეებს.

ახალი რეგულაციით, არაკვალიფიციურ ფიზიკურ პირებს ვაჭრობამდე ცოდნისა და შესაბამისობის ტესტის ჩაბარება ევალებათ, რის შემდეგაც მათ თითოეული ლიცენზირებული შუამავლის მეშვეობით წელიწადში მაქსიმუმ 3,700 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის შესყიდვის უფლება ეძლევათ. კვალიფიციური ინვესტორები კი შესყიდვების ლიმიტის გარეშე ივაჭრებენ.

საყურადღებოა, რომ კანონმდებლობამ საგადასახადო ვალდებულებებიც განსაზღვრა. კრიპტოაქტივები ქონებად საკვალიფიკაციო კატეგორიაში გადავიდა და მოგება ფიზიკურ პირთა შემოსავლის გადასახადით დაიბეგრება. ამასთან, რუსეთის რეზიდენტებს 2026 წლის 1 ივლისიდან საგადასახადო ორგანოებისთვის ყველა უცხოური კრიპტოსაფულის დეკლარირება დაევალათ.

რაც შეეხება ტრანსსასაზღვრო გადახდებს, კანონი რუს ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს უფლებას აძლევს, საერთაშორისო კონტრაქტების ანგარიშსწორება კრიპტოვალუტით, ტრანზაქციების ლიმიტის გარეშე განახორციელონ. ქვეყნის შიგნით კრიპტოვალუტით გადახდა კვლავ აკრძალულია, თუმცა საგარეო ვაჭრობისთვის ეს შეზღუდვა მოიხსნა.

ამასთან, ქვეყნის უმსხვილესი საბანკო დაწესებულება, Sberbank-ი, 1-ელი სექტემბრიდან სესხების უზრუნველყოფად ბიტკოინის მიღებას გეგმავს, მოგვიანებით კი ეთერიუმის და ტეზერის დამატებასაც აპირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"კობახიძის მარტო დატოვება - ივანიშვილმა გეგმის პირველი ნაწილი აამოქმედა"|თინა ხიდაშელის ანალიზი

"კობახიძის მარტო დატოვება - ივანიშვილმა გეგმის პირველი ნაწილი აამოქმედა"|თინა ხიდაშელის ანალიზი

BM.GE

ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიანი მოსაკრებელი მცირე მარნების ღვინოს გააძვირებს - "გოცირიძის მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიანი მოსაკრებელი მცირე მარნების ღვინოს გააძვირებს - "გოცირიძის მეღვინეობა"

BM.GE

ამანათების ბაზრის 60%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის - „გლობალ ტრანსპორტერი“

ამანათების ბაზრის 60%-ზე მეტი ჩინეთზე მოდის - „გლობალ ტრანსპორტერი“

BM.GE

ტენდერებში საფასო უპირატესობა ქართულ კომპანიებს მიენიჭება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს

ტენდერებში საფასო უპირატესობა ქართულ კომპანიებს მიენიჭება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს

BM.GE